x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტყუპი დები, რომლებიც ცნობილები საკუთარი თმის წყალობით გახდნენ (+ფოტოები)
image

ტყუპი დები, სიპრიანა ქუანი და თიქეი ვანდერი, დაბადნენ და გაიზარდნენ ბალტიმორში. ის, რითაც დებს სხვებისაგან გამოარჩევდნენ და რის გამოც ქუჩაში მიმავალთ თვალს აყოლებდნენ, მათი თმის განსაკუთრებული მოცულობა გახლდათ.


თავდაპირველად, თმას მხოლოდ უდიდეს დაბრკოლებად აღვიქვავდით" - ამბობს სიპრიანა. და მართლაც ასე იყო. ტყუპებს საშინელი განცდა ეუფლებოდათ, როდესაც ქუჩაში გავლისას თვალს აყოლებდნენ და მათ თმაზე მიანიშნებდნენ ერთმანეთს. გოგონებს სწორედ თმის გამო სძულდათ საკუთარი გარეგნობა.
საბოლოოდ, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა დებმა დაუჯერებელი მოცულობის თმის დაფარვის მიზნით, მისი დასწორება შეწყვიტეს და უპირატესობა ბუნებრიობას მიანიჭეს. სწორედ, აქედან დაიწყო ყველაფერი: ტყუპებს ბუნებრივი თმის დედოფლებს ეძახდნენ, მათი ფოტოები სოციალურ ქსელის მეშვეობით სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, ინსტაგრამზე დებს მრავალი მოშურნეც კი გაუჩნდათ.

გოგონები მალევე მოექცნენ მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში, რისი მიზეზიც გამორჩეულ ვარცხნილობასთან ერთად, მათი განსაკუთრებული გემოვნებაც იყო. დებმა, საუკეთესო ქუჩის სტილის მქონე გოგონების სახელიც კი მოიპოვეს.


ამას გარდა, სიპრიანა ქუანის და თიქეი ვანდერის ინდივიდუალიზმი მეტად საინტერესო აღმოჩნდა სარეკლამო ბიზნესისთვისაც, ტყუპები სხვადასხვა სარეკლამო რგოლშიც გადაიღეს.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

image

image


























0
198
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0