x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70081
  • ვიდეო:322880
  • სურათი:424143
გაციება(მკურნალობა კარაბადინიდან)

დღეს-დღეობით, ადამიანის უმეტესობას აღარ სურს მიიღოს წამლები, სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები, რომლებიც არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეებს.

ამ სტატიაში კი ვისაუბრებ ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეებზე, რომლებიც გაციების წინააღმდეგ არიან მიმართულნი.

image



საჭირო მასალა:

15 ც ნუშის გული image

1/2 ჭიქა ანადუღარი წყალი

image

1 ჩ/კ საზამთროს კურკებიimage

1/4 ჩ/კ დარიჩინი image

1/4 ჩ/კ ჯანჯაფილი

image

1ს/კ თაფლი image


მომზადების წესი: 1ს/კ (დაახლოებით 15 ცალი) ნუშის გული კარგად დანაყეთ და დაასხით ნახევარი ჭიქა თბილი, ანადუღარი წყალი, კარგად მოურიეთ. მიიღებთ ნუშის რძეს. შემდეგ 1ჩ/კ საზამთროს კურკები დაფქვით, დაუმატეთ 1/4 ჩ/კ დანამცეცებული დარიჩინი და ამდენივე ჯანჯაფილი, ბოლოს დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი. ეს ყველაფერი შეურიეთ ნუშის რძეს, მოურიეთ და სვით თითო ს/კ სამჯერ დღეში ჭამის წინ.


ექიმის კომენტარი:

image


ხველის დროს ოდითგანვე აძლევდნენ ნუშისზეთიან სასმელსა და საჭმელს. ჯანჯაფილის ფესვი ქართულ ტრადიციულ მედიცინაში მოიხსენიება, როგორც კუჭ-ნაწლავის დაავადების სამკურნალო საშუალება. დარიჩინის ხის ქერქს ქართულ ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ შარდის შეუკავებლობის, ქალური და ნერვული დაავადებების დროს. დარიჩინის ნახარშს ბავშვებს აძლევდნენ ხველისა და ფაღარათის დროს. რაც შეეხება ნარევს, იგი ასუფთავებს სასუნთ არხებს ლორწოსაგან და ხოცავს მავნე ბაქტერიებს, თანაც ორგანიზმს ათბობს. შეგიძლიათ ერთბაშად მოამზადოთ რამდენიმე დღის სამყოფი ნარევი, მაგრამ დიდხანს არ ინახება-კარგავს სასარგებლო თვისებებს!



გისურვებთ ჯანმრთელობას!



0
38
5-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0