x
მეტი
  • 30.04.2017
  • სტატია:65910
  • ვიდეო:318485
  • სურათი:417299
ნუ გაიმეორებთ! სცენები ფილმებიდან,რომელიც რეალურ ცხოვრებაში უბედურების მიზეზი გახდა

imageკინოს თაყვანისმცემლებმა შეიძლება ფილმის გმირის ვარცხნილობა, ჩაცმულობა ან მიმიკები გადაიღოს, მაგრამ ზოგიერთი უფრო შორს მიდის და ცდილობს რეალურ ცხოვრებაში გაიმეოროს ის სცენა, რომელიც ეკრანზე ნახა.სამწუხაროდ ასეთი მცდელობა ხშირად ტრაგედიით მთავრდება.


1)კარიბის ზღვის მეკობრეები:შავი მარგალიტის წყევლა-2003 წელს ტრაგედია დატრიალდა ბრიტანეთში, როდესაც 12 წლის ბიჭუნამ საკუთარ სახლში გაიმეორა კაპიტან ჯეკ ბეღურას ტრიუკი სახრჩობელაზე.სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან თავის დედობილს უთხრა, რომ ძალიან უყვარდა ეს ფილმი.


ფსიქოლოგმა, რომელიც ბავშვის სიკვდილის გამოძიებაში იყო ჩართული აღნიშნა, რომ ხშირად მოზარდები ვერ აცნობიერებენ, თუ რა სახიფათოა პროფესიონალი კასკადიორების გარეშე მსგავსი ტრიუკების შესრულება, ამასთანავე მანვე აღნიშნა, რომ მშობლები გამუდმებით უნდა აფრთხილებდნენ შვილებს:კინო და კომპიუტერული თამაშები, -ეს არ არის რეალური ცხოვრება და "ჯადოსნური" სპეცეფექტები სპეციალურად მომზადებული ადამიანებით და კომპიუტერული ტექნოლოგიით მზადდება.





2)უკან მომავალში-რობერტ ზემეკისის საკულტო ფანტასტიკულ ტრილოგიაში მარტი მაკფლაი სკეიტბორდით ავტომობილს ჩაეჭიდება..


1985 წელს აშშ-ში მოზრდთა ჯგუფმა გადაწყვიტა მსგავსი ტრიუკი გაეკეთებინათ, რომელიც ტრაგედიით დამთავრდა.13 წლის მარკ სმიტის სკეიტბორდი ავტომობილის საბურავს გამოედო, წონასწორობა დაკარგა, ასფალტს თავი დაარტყა და 5 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.





3)მარტოსულების უპირატესობანი-სტივენ ჩბოსკის 2012 წლის ფილმში ერთ-ერთი შთამბეჭდავი სცენაა, როდესაც ერთ-ერთი მთავარი გმირი(ემა უოტსონი) გვირაბში დევიდ ბოუის სიმღერა "Heroes-ის ფონზე სატვირთოში ფეხზე დგება და ხელებს შლის..


2013 წელს 17 წლის რაიან რიჩარდსმა გადაწყვიტა ეს სცენა გაემეორებინა, მიუხედავად იმის, რომ ავტომობილი დაბალი სიჩქარით მიდიოდა, მოსახვევში ახალგაზრდამ თავი ვერ შეიკავა და ბორტიდან გადმოვარდა.მიღებული ტრავმები სასიკვდილო გამოდგა.

სხვათა შორის სტივენ ჩბოსკმა წინასწარ განსაზღვრა, რომ შესაძლოა ეს ტრიუკი ვინმეს გაემეორებინა, ამიტომ სარეკლამო რგოლში გაფრთხილება იყო ამის შესახებ, მაგრამ გაფრთხილებამ მაინც ვერ შეაჩერა ტრაგედია.






მსგავსი ტრაგედიები დატრიალდა კიდევ სხვა მრავალი ფილმის ზეგავლენით, მათ შორის:"ცისფერი ტალღა", "საოცარი ადამიანი ობობა 2", "ფორსაჟი" და სხვა.

0
67
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
67
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0