x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ბარბაროსული ნგრევა თელავში
image
თელავი ისტორიული ქალაქია, მას ერეკლეს ქალაქსაც უწოდებენ.თელავში უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მათ შორის გახლავთ ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის შენობა.შენობა ას წელს გაცილებით მეტს ითვლის.სკოლაში უამრავი ცნობილი მხატვარი აღიზარდა, უამრავმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო განათლება ამ კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ თელავი ვერ გადაურჩა ნაციონალური ხელისუფლების მიერ ბარბაროსულად განხორციელებულ ნგრევას.ნგრევას, რომელსაც შეეწირა მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის წმინდა ნინოს სახელობის მემორიალური შენობა, რომელიც მდებარებდა ბატონის ციხის ტერიტორიაზე.ყოველგვარი განმარტების გარეშე ნაციონალაურმა ხელისუფლებამ აღგავა მიწისაგან პირისა ეს მართლაც უნიკალური ნაგებობა.აქვე განვმარტავ, რომ ეს განხორციელდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე.image
ეს ყველაფერი გასაგებია, უკვე წარსულია და ვერაფერს შევცვლით, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მსგავსი ვანდალიზმი დღესაც გრძელდება.საქმე ეხება ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის შენობას.

2011 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, ერთის მხრივ სამხატვრო სკოლის დირექტორის ვახტანგ ლაცაბიძის და მეორეს მხრივ შპს "კახეთის ხმა"დირექტორი მაია მამულაშვილი, რომლის ერთერთი დამფუძნებელიც გახლავთ იმ დროისთვის კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი.ხელშეკრულება გაფორმდა 5 წლის ვადით.ხელშეკრულებაში ჩაიდო მუხლი 3.2 "მეიჯარე ვალდებულია"-მოიჯარე ვალდებულებას იღებს გასწიოს შესაბამისი ხარჯი ფართის კეთილმოწყობისთვის 15 ათასი დოლარის ფარგლებში.image
ხელშეკრულება გაფორმდა, რის შემდეგაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ერთის მხრივ მეიჯარემ განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, ხოლო მეორეს მხრივ გამქირავებელმა შენობის ნაწილი 90მ2 ფართი გადაცსა საბაზრო ღირებულებების მიხედვით ხუთჯერ უფრო ნაკლები ფასით.

გავიდა ხელშეკრულების ხუთი წელი.შპს "კახეთის ხმა"მოითხოვა ხელშეკრულების გახანგრძლივება, ოღონს მოთხოვნა არა შენობის განმკარგველს სამხატვრო სკოლას, არამედ ქალაქ თელავის მერიას მოსთხოვა.ქალაქის მერიამ განუცხადა, რომ აღნიშნული შენობა უზუფრუქტით გადაცემული აქვს სამხატვრო სკოლას და მიემართა მათთვის.სამწუხაროდ შპს 'კახეთის ხმა"საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით განახორციელა სიცრუის ტირაჟირება, რომ თითქოს ქალაქ თელავის მერია ზღუდავს მას, რითაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. გამოაქვეყნა სტატია სათაურით "შეტევა ადგილობრივ მედიაზე", სადაც სტატიის ავტორი იუწყება, რომ "თვითმმართველმა ერთეულმა რედაქციას აღარ გაუგრძელა იჯარის ხელშეკრულება", რაც გახლავთ სიცრუე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალაქის მერია ვერ გაუგრძელებდა ხელშეკრულებას, რადგან ფართი მართვის უფლებით გადაცემული ჰქონდა სამხატვრო სკოლას.


თავის მხრივ, სამხატვრო სკოლამ უარი განაცხადა იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებაზე და შპს "კახეთის ხმა'-ს მოსთხოვა შენობის ჩაბარება.

მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა შპს "კახეთის ხმა" ამ დრომდე არ დაკავშირებია სამხატვრო სკოლის დირექციას, თუმცა მან მოასწრო შენობის ვანდალური დარბევა.მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა დაუზიანებლად განეხორციელებინა მიღება-ჩაბარების აქტი, შეგნებულად განახორცილელა შენობის პრაქტიკულად განადგურება.კერძოდ-განახორციელა იატაკის დემონტაჟი, განახორციელა სველი წერტილის დემონტაჟი, მოხსნა და წაიღო შესასვლელი კარი, სველი წერტილის კარი, რაც შეძლო წაიღო, რაც ვერ შეძლო შეგნებულად, გააზრებულად იქნა დაზიანებული, რაზეც მეტყველებს ფოტო მასალა, რომელიც წარმოდგენილია.

ა/ო "მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის"გმობს ბარბაროსულ ქმედებას და მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას.გამოძიებულ იქნას აღნიშნული ქმედება, გატარდეს ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული დამნაშავეპირების გამოსავლენად.

ასევე მივმართავთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით.

პატივისცემით

ა/ო "მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის"

თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი


იხილეთ ფოტოები ვანდალუარად დარბეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ქალაქ თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის შენობის ნაწილისა.imageimageimageimageimageimageimageimage







0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ჩვენ თელაველები
ჩვენ თელაველები
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0