x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფარული გამოკითხვა-მესაფლავეების მონათხრობები, რომლებიც შეგაშფოთებთ
image
რთული სამუშაო ასე ჰქვია ამ პროფესიას, რომელიც ბევრისთვის საყვარელ საქმედაა ქცეული, ზოგს კი მიუხედავად იმისა, რომ წლებია უწევს მისი შესრულება, მაინც ვერ შეჰგუებია და მუდამ სდევს უხერხულობის და უჩვეულობის განცდა. "Whisper" - მა ჩაატარა ფარული გამოკითხვა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ მორგში მომუშავეები და მესაფლავეები.

უჩივით თქვენს სამუშაოს? - ასეთი იყო ძირითადი შეკითხვა, რომელზეც მათ პასუხის გაცემა მოუხდათ.

"საფლავების გათხრა, ეს არაა ჩაის მომზადება, რომელსაც ყველა ადამიანი ყოველდღე აკეთებს, რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ მე მიყვარს ჩემი სამუშაო და შევეჩვიე კიდეც მას". -ამბობს ერთი მესაფლავე. მეორე კი გვიმხელს, რომ ხშირად ესაუბრება მიცვალებულებს. "მათთან საუბარი სჯობია ცოცხლებთან ლაპარაკს". მათ უმეტესობას შეგნებული აქვთ, რომ ეხმარებიან ადამიანებს თავიანთი გარდაცვლილი ახლობლების მოვლაში. იმასაც აღნიშნავენ, რომ ხშირად ჭირისუფალს უთანაგრძნობენ, უადვილებენ დარდის გადატანას. "მიცვალებულების უმეტესობას ვცნობთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ხშირად აკითხავენ, ჭირისუფალი გვიყვება მათზე. ჩვენ კი მათ დარდს ვინაწილებთ და დამძიმებული გულით მივდივართ სახლში".

სხვები პროფესიის მეორე, რთულ, საშინელ მხარეს გვანახებენ. ზოგი ისეთ რამეს გვიყვება, რისგანაც თმები ყალყზე დაგიდგებათ.



"მორგში მუშაობა საშინელი და მოსაწყენია, ერთი სული მაქვს, როდის გავალ აქედან, მაგრამ რა ვქნა, ფული ხომ მჭირდება. ხშირად მესიზმრება მიცვალებულები, მშვიდად თითქმის ვერასდროს ვარ".

"დღისით სასაფლაოზე სიმშვიდეა, გგონია, აქ ყოფნას არაფერი სჯობს, მაგრამ ღამით ძალიან გვიჭირს. როცა რამდენიმე საფლავი გვაქვს გასათხრელი, ხშირად შემოგვღამებია. ზოგჯერ საფლავები სიგრძეში არ ეტევა და თხრისას, ძველი საფლავიდან ფეხის ან სხვა ძვლები მოსჩანს, რაც ძალიან ძნელი ასატანია, მერე ერთი გაფაჩუნებაც კი გაშფოთებს, სახლში რომ მივდივარ, სულ უკან ვიხედები, მგონია, რომ ვიღაც მომდევს".







როგორ ადამიანთან ურთიერთობა გვაცლის ენერგიას


15 წლის გოგონაზე 38 მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობდა


მეცნიერებმა გამოიკვლიეს თუ რა ემართებათ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ

0
197
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0