x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა

image

მიუხედავად იმისა, რომ კატო ლომბი პროფესიით ქიმიკოსი იყო, მსოფლიოში ერთ - ერთი პირველი იყო სინქრონულ მთარმგნელებს შორის. მას შეეძლო უსწრაფესად გადაეთარგმნა 8 ენაზე და ზოგადად ესმოდა და მუშაობდა 16 მათგანზე. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ჯერ კიდევ არ იყო აუდიო დისკები სხვადასხვა ხმებით, არც სკაიპი, არც უცხო ენის სკოლები. საოცარია, რომ მათი უმრავლესობა დამოუკიდებლად აითვისა. მუშაობდა ამ ენის სახელმძღვანელოებსა და მხატრულ ლიტერატურაზე. მისი მიდგომა კი ასეთი იყო: "სრული დატვირთვა ამ ენაზე" - რაც ნიშნავდა გრამატიკის ათვისებას, პარალელურად კითხულობდა ორიგინალში ტექსტებს და იზეპირებდა ხშირად გამოსაყენებელ სიტყვათშეთანხმებებს. კატომ შეიმუშავა ენის შესწავლის ათი ლაკონური და ეფექტური წესი, რომელიც შემოგვთავაზა თავისი წიგნის "როგორ ვსწავლობ ენებს" მეშვეობით. იმედია, ის საინტერესო იქნება მათთვის, ვინც რომელიმე ენის შესწავლას გეგმავს.

1. მეცადინეობა სავალდებულოა ყოველდღე. თუ დრო არ გყოფნით, 10-15 წუთი მაინც დაუთმეთ კითხვას ან გაიმეორეთ ახალი ფრაზები. მეცადინეობა განსაკუთრებით ეფექტურია დილით.

2. თუ თქვენი ინტერესი ენის შესწავლის მიმართ მალე ქრება, მოიგონეთ მეცადინეობის რამე თქვენეული ხერხი. მაგ: ცოტა მეცადინეობა, მერე ცოტა მუსიკა, ან გაისეირნეთ, ოღონდ ისევ დაუბრუნდით წიგნებს.

3. კონტექსტი - ეს ყველაფერია. არასდროს ისწავლოთ ცალკეული სიტყვები. მაქსიმალურად გამოიყენეთ კონტექსტი. მაგ: "ძლიერი ქარი"- ერთი სიტყვის დამახსოვრება ავტომატურად იწვევს მეორისასაც.

4. განსაკუთრებით სასარგებლოა ამოწეროთ ცალკეული უკვე მზა ფრაზები და ხშირად გამოიყენოთ მეტყველებაში.

5. გონებაში გადათარგმნეთ ყველაფერი რაც თვალში მოგხვდებათ - რეკლამები, სიმღერები, დიალოგები, გაზეთის სტატიის სათაურები. ეს ტვინის საუკეთესო სავარჯიშოა.

6. დაიზეპირეთ პატარა ტექსტები და დიალოგები. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ისინი აუცილებლად სწორი იყოს.

7. მზა ფრაზები და იდიომები (გამონათქვამები) დაიხსომეთ პირველ პირში.

8. არც ერთი უცხო ენა არ უნდა ისწავლოთ იზოლირებულად. უნდა შეუტიოთ ყველა მხრიდან: უყურეთ ფილმებს, იკითხეთ, ესაუბრეთ ვინმეს ამ ენაზე.

9. ნუ შეუშინდებით შეცდომებს. არაფერი დატოვოთ ისე, რომ არ გადაამოწმოთ - სჯობს კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ.

10. დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფრის მიუხედავად ენას ისწავლით. დადგება დრო, როცა რაოდენობა გადაიზრდება ხარისხში და ენობრივი ბარიერი გადაილახება.

და ბოლოს, როცა 86 წლის კატო ლომბი შეხვდა თავის 54 წლის მეგობარს, უთხრა თავისი ცხოვრების ძირითადი ფრაზა: "სტივ, შენ ისე ახალგაზრდა ხარ! რამდენი წელი გაქვს წინ, კიდევ რამდენ ენას ისწავლი".

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი - რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები

როგორ მივიღოთ "შერლოკის" მსგავსი სუპერ ჭკვიანი მეხსიერება 40 დღეში

საოცარი ისტორია, თავგანწირვა, რომელიც ბევრ ადამიანს შეშურდება

1
20033
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
20033
  
2017, 17 ივლისი, 12:35
ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა
0 1 1