x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
როგორ გავაგიჟოთ იდეალური ღიმილით–ჰოლივუდის ვარსკვლავების 10 საიდუმლო
ტერმინი "ჰოლივუდის ღიმილი" გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში მოიგონა ერთმა ამერიკელმა სტომატოლოგმა. ყველამ ვიცით, რომ ლამაზი ღიმილი ეს არის სწორი და ქათქათა კბილები. და კიდევ რა? თურმე სინამდვილეში ღიმილი შედგება მრავალი პატარა შემადგენლისაგან.


image


1.ღიმილის სწორი ხაზი.

ხაზი რომელიც ზედა კბილების ნაპირს მიუყვება, უნდა ემთხვეოდეს ქვედა ტუჩების მოხაზულობას.



image



2.ღიმილის დროს ათ კბილზე მეტი არ უნდა გამოჩნდეს.

კარგია, როცა ღიმილი ფართოა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ყველა კბილი არ უნდა გამოაჩინოთ. საკმარისია 10 კბილი გამოჩნდეს. სწორედ ეს კბილები უნდა იყოს სწორი და ქათქათა.


imageამის გაკეთებას სახლის პირობებში რამდენიმე კვირა სჭირდება, ექიმთან კი რამდენიმე საათი.


3. ღიმილის დროს ღრძილები თითქმის არ ჩანს.

ღიმილის დროს ღრძილები არ უნდა ჩანდეს 3–4 მილიმეტრზე მეტად.


image


4. სახის ხაზები პარალელური უნდა იყოს.

იდეალში ღიმილის ხაზი (გადის პირის კუთხეებზე) თვალების ხაზის (გადის თვალის გუგებზე) პარალელური უნდა იყოს.


image


5. პარალელური უნდა იყოს ღიმილის ხაზებიც.

ლამაზი ღიმილი შედგება პარალელური ხაზებისაგან: პირის კუთხეების შემაერთებელი ხაზი. ზედა ეშვების ხაზი, ზედა მჭრელი კბილების ხაზი.


image


6. სახის ცენტრალური ხაზი ემთხვევა ზედა მჭრელი კბილების ხაზს.

სახის შუაში გამავალმა ხაზმა უნდა გაიაროს ზედა მჭრელ კბილებს შორის. ქვედა კბილებს შორის შეიძლება არ გაიაროს.


image
7. მთავარი ღიმილში არის სიმეტრია.

ანუ სახის ერთი ნახევარი მეორის სიმეტრიული უნდა იყოს. ღიმილის დროს დაახლოებით 40 მდე მიმიკური კუნთი მუშაობს, უმეტესობა ნავარჯიშები არ არის, ამიტომ ღიმილი ასიმეტრიული გამოდის.


image სახის კუნთების ვარჯიში ძალიან სასარგებლოა: არა მარტო აქრობს მიმიკურ ნაოჭებს და თქვენს ღიმილს იდეალურს ხდის, არამედ დიქციასაც აუმჯობესებს.

შეკუმშეთ ტუჩები მილის ფორმით, წინ გამოწიეთ და რამდენიმე წამი ასე გააჩერეთ, შემდეგ მოადუნეთ ტუჩები. გაიმეორეთ 5–8 ჯერ.

მაგრად მოკუმეთ ტუჩები, წინ გამოწიეთ და შეეცადეთ 8 იანი მოხაზოთ. გაიმეორეთ 2–3 ჯერ.

ენა გადმოაგდეთ, მაგრად შემოახვიეთ ტუჩები და ასე დააფიქსირეთ რამდენიმე წამი. შემდეგ მაქსიმქლურად მოადუნეთ ენისა და ტუჩის კუნთები. გაიმეორეთ 5 ჯერ.

გაჭიმეთ ტუჩები არაბუნებრივად ფართო ღიმილით, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 5 ჯერ.

8. უნდა გავიღიმოთ თვალებითაც.

გახსოვთ საინტერესო ტერმინი «smize»? ითარგმნება როგორც"თვალებით გაღიმება". ეს ტაირა ბენქსმა მოიგონა, მისი მტკიცებით პირი შეიძლება არც კი გავაღოთ და გავიღიმოთ მხოლოდ თვალებით. ასეა თუ ისე თუ თვალები სიხარულს არ გამოასხივებენ ღიმილი უსიცოცხლო გვექნება.


image


9. გახსოვდეთ ტუჩების სწორი მაკიაჟი.

კარგი ღიმილი შეიძლება ცუდი პომადით გავაფუჭოთ. კბილები რომ უფრო თეთრი გამოჩნდეს პომადა არ უნდა იყოს ყავისფერი ან იისფერი შეფერილობის. შეიძლება კარგად შერჩეული პომადით ტუჩების უმნიშვნელო ნაკლიც გავასწოროთ.


image


10.გულწრფელი ღიმილი.

ამბობენ რომ ვარსკვლავები ღიმილს წლების განმავლობაში "ამუშავებენ". ზოგიერთს კი ამაში იმიჯსპეციალისტები ეხმარებიან. თავად რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგს რეგულარულად უნდა ივარჯიშოთ სარკის წინ, სტომატოლოგთან სტუმრობაც არ დაგავიწყდეთ წელიწადში ერთხელ მაინც.

ინტერნეტში მრავალი სურათებია ვარსკვლავების, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი სტომატოლოგთან მისვლამდე. მათი ღიმილი ძალიან შორსაა იდეალურისაგან. დემი მური გამოტყდა, რომ თავის კბილებს 12 000 $ დაახარჯა.

მაგრამ ვერაფერი გიშველით თუ თქვენი ღიმილი არაგულწრფელი და ნაძალადევი იქნება. კარგ ხასიათზე ყოფნა, სიცოცხლისმოყვარეობა და გარშემო მყოფთამი კეთილგანწყობა თქვენს ღიმილს საუკეთესოს გახდის.

0
211
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0