x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ექიმებმა ბიჭუნას ცხედართან პატივისცემის ნიშნად თავი დახარეს.

image

11 წლის ასაკში ყველა ბიჭუნა უკლებლივ ოცნებობს კონსტრუქტორებზე და მანქანებზე. მაგრამ ამ ბიჭს სულ სხვა ოცნება ქონდა - ეჩუქებინა ვინმესთვის სიცოცხლის იმედი.

და ცოტა ხნის წინ მისი სურვილი ასრულდა.

11 წლის ჩინელი ბიჭი ლიანგ იოუი (Liang Yaoyi) გამოირჩეოდა თავის თანატოლებს შორის სხარტი გონებით და მომავალში უნდოდა გამოსულიყო ექიმი. ერთხელ, სკოლაში ყოფნისას, მან ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო და ცუდად გახდა.

ბიჭუნა სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში. თითქოს ის დღე არაფერს ცუდს არ უქადდა, მაგრამ საავადმყოფოდან ლიანგი გამოვიდა საშინელი დიაგნოზით - თავის ტვინის სიმსივნე ...

მას შემდეგ ლიანგს უნდოდა მხოლოდ ერთი რამ - მისი გარდაცვალების შემდეგ დახმარებოდა სხვა ადამიანებს მისი ორგანოებით. „მსოფლიოში ამდენი არაჩვეულებრივი ადამიანია, რომლებიც ყოველ დღე აკეთებენ კეთილ საქმეს. და მეც მინდა ვიყო ერთ-ერთი მათგანი“ - უთხრა ლიანგმა დედას სიკვდილის წინ.

ექიმებმა შეძლეს ბიჭუნას ღვიძლის და თირკმლების გადარჩენა. ჯერ კიდევ სიცოცხლეში ლიანგი ამბობდა, რომ დონორობა - ეს არის მისი ცხოვრების ერთგვარი გაგრძელება.

ფოტოზე ჩანს, როგორ არიან ექიმები თავდახრილნი ლიანგის წინაშე მისი გარდაცვალების დროს.

მისი ქმედება - ძალიან გმირულია. ლიანგის დახმარებით ვიღაცამ მიიღო ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იმედი, ამიტომ მისი ხსოვნა იმსახურებს პატივისცემას.

0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0