x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ბრიტანელმა ცოლ-ქმარმა ნათესავებს და მეგობრებს ურჩიეს სამსახურის მიტოვება,თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ
imageბრიტანელმა ცოლ-ქმარმა ეშლი და სტივი-ნია კუმბსმა ქალაქ სოუნსიდან(უელსი) საკუთარი ნათესავები და მეგობრები დაარწმუნეს, რომ მიეტოვებინათ სამუშაო, რადგან მათ 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი მემკვიდრეობა ერგოთ წილად.წყვილი მშობლებს და უახლოეს მეგობრებს შეპირდა სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველ ცხოვრებას, თუმცა ცოლ-ქმარი ამჟამად მიმალულია, ხოლო ახლობელი ადამიანები ცარიელ-ტარიელი დატოვეს.


ყველაზე მეტად შოკირებულები არიან ეშლის მშობლები, რომლებიც იძულებულები არიან გაყიდონ საკუთარი სახლი, რომ ვალები დაფარონ.მათ მიატოვეს სამსახური და სიხარულით ელოდნენ ახალ 8 ოთახიან სახლში გადასვლას, რომელიც თითქოს და სტივმა მათ 5 მილიონ ფუნტად შეუძინა, მაგრამ, როდესაც სტივის ადვოკატთან მივიდნენ გასაღების ასაღებად, აღმოჩნდა, რომ ასეთი სახლი ბუნებაში არ არსებობს.


"ყველა გვეუბნებოდა, რომ არ იჩქაროთ სამსახურიდან წასვლა, მაგრამ სტივი ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ...სხვათა შორის მათ ამ სიცრუით ვერაფერი ხეირი ნახეს, რაში დასჭირდათ ჩენი ასე გაბაიბურება ჩვენთვის გაუგებარია"-განაცხადა 58 წლის მისის კუმბსმა The Sun-თან ინტერვიუში.


ეშლის მამა:"ამჟამად ყველაფერი ერთად დაგვატყდა თავზე:მანქანის კრედიტი, ბანკის ვალები და გადასახადები.ერთადერთი გამოსავალი გვაქვს, გავყიდოთ ბინა."


image

ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ცოლ-ქმრის უახლოესი მეგობრებიც, ისინი დაარწმუნეს, რომ მიეტოვებინათ სამსახური, ზოგს ბინის ყიდვას შეპირდნენ, ხოლო ერთ თავიანთ მეგობარს უშვილობის მკურნალობის დაფინანსებას.


სხვათა შორის წყვილმა ახლობლებს ანდერძიც აჩვენეს, რომელშიც სტივის პაპა, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული ერთადერთ მემკვიდრეთ სტივი-ნიას ასახელებდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა არა მარტო ანდერძი ყალბი, არამედ ისიც, რომ სტივის პაპა ონკოლოგიური დაავადებით იტანჯებოდა.




თავიდან პოლიციამ განაცხადა, რომ დანაშაულის კვალი არ ჩანს, თუმცა ცოტა ხნის წინ ეშლის მამის ანგარიშიდან გაქრა 700 ფუნტი, პოლიციამ აღძრა საქმე თაღლითობის მუხლით და წყვილზე ძებნა გამოაცხადა.


image









იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
130
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0