x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ჩაკ ბერი-"მისტერ როკ-ნ-როლი",რომელმაც თანამედროვე მუსიკა შექმნა
image


90 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩაკ ბერი, ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი, კომპოზიტორი. ითვლება როკ-ენ-როლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. Johnny B. Goode, Roll Over Beethoven და ათეულობით ჰიტის ავტორი.


"იმათთვის ვინც იმ პერიოდში ცხოვრობდა, ვერ წარმოიდგენთ, თუ რა საშინელი იყო ცხოვრება მანამდე, სანამ არ არსებობდა როკ-ნ-როლი, ჩაკ ბერიმ ეს ყველაფერი შეცვალა"(ლემი კილმისტერი "Motorhead")


ჩაკ ბერი იყო პირველი გიტარისტი, რომელმაც პირველად შეასრულა როკ-ნ-როლის ძირითადი აკორდები."თუ შევეცდებით, რომ როკ-ნ-როლს სხვა სახელი დავარქვათ, ეს იქნებოდა აუცილებლად "ჩაკ ბერი"(ჯონ ლენონი).



ამ ჟანრში ჩაკ ბერის ერთადერთი რეალური მეტოქე ჰყავდა-ეს იყო ლიტლ რიჩარდი.


60-იანი წლებიდან წამოსული ისეთი დიდი ჯგუფები, თუნდაც როგორებიც იყვნენ The Beatles და The Rollins Stones-ი სწორედ ჩაკ ბერის უნდა უმადლოდენ, ეს არაა ჰაერზე წამოსროლი სიტყვა, ეს რეალობაა.


ჩაკ ბერიმ 1955 წელს ჩაწერა პირველი სიმღერა, „Maybellene“, ქანთრის და რიტმ-ენ-ბლუზის გავლენით. წარმატებულ დებიუტს მოჰყვა რამდენიმე არანაკლებ წარმატებული სინგლის ჩაწერა, როგორებიცაა „Roll Over Beethoven“ (1956), „Rock and Roll Music“ (1957), „Johnny B. Goode“ (1958) და სხვები. მისი სიმღერების უმეტესობა ცხოვრებისეულ მოკლე ისტორიებს ასახავს.


ჩაკ ბერი პოპულარულია 1960-იან წლებშიც. მისი სიმღერის ქავერები ეკუთვნით ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა The Beatles და The Rollins Stones-, The Kinks, The Animals და The Yardbirds. სიმღერა „You Never Can Tell“ გამოყენებულ იქნა კვენტინ ტარანტინოს ფილმში „მაკულატურა“. ხოლო Johnny B. Goode ცნობილ ფანტასტიკურ ფილმ-ტრილოგიაში "უკან მომავალში".

2004 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ჩაკ ბერს მე-5 ადგილი მიანიჭა "ყველა დროის 50 უდიდეს მუსიკალურ შემსრულებლის" რეიტინგში.


1996 წლიდან 2014 წლამდე მუსიკოსი ყოველდღიურად გამოდიოდა საკუთარ კლუბ «Blueberry Hill»-ში სენტ-ლუისში.დროდადრო კი მსოფლიო ტურნეებში მიემართებოდა.საკუთარ 90 წლის იუბილეზე მუსიკოსმა 38 წლიანი პაუზის შემდეგ ანონსი გაუკეთა თავის ახალ ალბომს Chuck, რომელიც წელს უნდა გამოცემულიყო(უკანასკნელი მისი სტუდიური ალბომი Rock It, 1979 წელს გამოიცა)








0
46
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0