x
მეტი
  • 25.04.2017
  • სტატია:65775
  • ვიდეო:318316
  • სურათი:417107
რატომ არის ყველა ქვეყანაში განსხვავებული ფერის პასპორტი და რას აღნიშნავს მისი ფერი? ეს ბევრმა არ იცოდით

პასპორტების მხოლოდ ოთხი ძირითადი ფერი არსებობს მსოფლიოს ქვეყნებისთვის და თითოეული მათგანი განსაკუთრებული მიზეზებით იქნა შერჩეული ამ დოკუმენტისთვის. მოდით ერთად განვიხილოთ თუ რომელი ფერი რისი აღმნიშვნელია.


image


1. წითელი. imageპასპორტებისთვის ყველაზე გავრცელებული საფარია წითელი ფერი, რომელიც შერჩეულია სპეციალურად ქვეყნებისთვის, სადაც წარსულში იყო და ზოგგან ეხლაც არის კომუნისტური წყობის გავლენა- სლოვენია, ჩინეთი, სერბეთი, რუსეთი, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, საქართველო. ვეროკავშირის ქვეყნები ხორვატიის გარდა, ასევე წითელ და შინდისფერ ფერებში დაფერილ პასპორტებს იყენებენ. ევროკავშირში გაწევრიანებით დაინტერესებულმა ქვეყნებმაც თურქეთი, მაკედონია და ალბანეთი, რამოდენიმე წლის წინ შეფერეს პასპორტები წითელ ფერებში. ანდების შეერთებულმა ქვეყნებმა- ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი და პერუმაც ასევე ბორდოს ფერში შეფერეს პასპორტები.




2. ლურჯი. imageშემდეგი ყველაზე გავრცელებული ფერი პასპორტებისთვის არის ლურჯი, რომელიც "ახალი სამყაროს" სიმბოლოა. კარიბის ზღვის თხუთმეტ ქვეყანაში ლურჯი გარეკანის პასპორტებია. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი- ლურჯი ფერის პასპორტებია, რომელიც სიმბოლოა Mercosur-ის, ანუ პროფკავშირის, სადაც აგრეთვე შედის ვენესუელა, თუმცა იქ წითელი ფერის პასპორტები აქვთ. აშშ-ს მოქალაქეებზე ლურჯი ფერის პასპორტები 1976 წლიდან გაიცა.




3. მწვანე. imageმუსულმანურ უმეტეს ქვეყნებში მაროკო, საუდის არაბეთი, პაკისტანი- პასპორტი არის მწვანე ფერის გარეკანით. მწვანე ითვლება წინასწარმეტყველი მუჰამედის საყვარელ ფერათ და ასევე ბუნებისა და სიცოცხლის სიმბოლოდ. დასავლეთ აფრიკის ქვეყნებშიც- ბურკინა ფასო, ნიგერია, ნიგერა და სენეგალშიც ნახავთ მწვანის სხვადასხვა ტონალობის პასპორტებს.




4. შავი. imageყველაზე უიშვიათესი ფერი პასპორტებისთვის არის შავი, თუმცა მას შევხვდებით აფრიკის მრავალ ქვეყანაში- ბოტსვანა, ზამბია, ბურუნდი, გაბონი, ანგოლა, ჩადი, კონგო, მალავი და სხვები. ასევე შავი პასპორტებია ახალ ზელანდიაში, რადგან შავი, ახალი ზელანდიის ეროვნული ფერია.




გთავაზობთ მსოფლიოს რუკას, სადაც ქვეყნები შეფერილია იქ მოქმედი პასპორტების ფერების მიხედვით:

image

0
701
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
701
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0