x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ

რა ვიცით ყვავილებზე? ეს – ლამაზი მცენარეებია, რომლებიც დინოზავრების ეპოქაში გაჩნდნენ და ყოველთვის, ყველა ეპოქაში, ადამიანებს მეგზურობას უწევდნენ. არის ყვავილები, რომელიც სახელმწიფოების ეროვნული სიმბოლოებია, არის ისეთიც, გრძნობების და ადამიანისადმი დამოკიდებულების გადმოსაცემად რომ გამოიყენება. მაგ., სიყვარულის აღიარების, ერთგულების, მეგობრობის, პატივისცემის, ღალატის, ხსოვნის...


* პირველად ყვავილების მოშენება და გამრავლება, 4000 წლის წინ, ძველმა ეგვიპტელებმა დაიწყეს.


* ბაღების გაშენება და მეყვავილეობა საპატიო საქმიანობად ითვლებოდა შუა საუკუნეების ევროპაში. მკაცრად ისჯებოდნენ ადამიანები, რომლებიც უპატივცემულობას გამოიჩენდნენ ამ საქმიანობისადმი: ყვავილნარის ან ბაღის დამრბევს სირცხვილის ბოძზე აკრავდნენ, ფეხის თითებს უწვავდნენ ან როგორც ქურდს, ხელს აჭრიდნენ. ხოლო შემდეგ, მშობლიური მხარიდან აძევებდნენ..


* ძველი ლეგენდის თანახმად, მიხაკი პირველად გოლგოთაზე ამოვიდა, ქრისტეს ჯვარცმის დროს, იქ სადაც ღვთისმშობლის ცრემლები დაეცა.


* ძველი არაბული ლეგენდის თანახმად, 612 წ. მუჰამედმა ომი დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ და საბრძოლველად წასულმა, მეუღლე აიშანი სახლში დატოვა. რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს ხვდებოდა, ვიდრე ქმარი გვერდით არა ჰყავდა. დაბრუნებულ მუჰამედს უთხრეს ცოლის ღალატის შესახებ, თუმცა მან არ დაიჯერა. მაშინ ხალხმა ურჩია, ცოლისთვის წითელი ვარდები მიერთმია და თუ გაყვითლდებოდა – ე. ი. აიშანი ღალატობდა. მუჰამედი ასეც მოიქცა, ცოლს ვარდები აჩუქა. ამ საქციელმა მისი მეუღლე აღაფრთოვანა და უფრო დიდ ხანს რომ არ დამჭკნარიყო ყვავილები, ეზოში, აუზში ჩააწყო. დილით ყველა ვარდი ყვითელი იყო. იქიდან მოყოლებული, ყვითელი ვარდები ღალატის სიმბოლოდ ითვლება.

* ამაზონის ვიქტორია – ყველაზე დიდი წყლის მცენარეა დედამიწაზე. აქვს დიდი ზომის ფოთლები. რომლის დიამეტრი, შეიძლება, 2 მ-მდე გაიზარდოს. ფოთოლს ქვემოდან მსხვილი ღერო აქვს და მას 50 კგ-მდე ტვირთის გაძლება შეუძლია.

image

image

image

* ტიტა – სიყვარულის, სიცოცხლის და უკვდავების სიმბოლო არის. მის შესახებ ინფორმაცია კონფუცის ეპოქიდან არსებობს. იყო დრო, როდესაც ჰოლანდიაში ტიტის ხსენებაც არ იყო. ის ამ ქვეყანაში, XVI საუკუნეში, თურქეთიდან შეიტანეს. იმ დროს ტიტა ძალიან ძვირი იყო, იმაზე ძვირი, ვიდრე ძვირფასი მეტალები და ქვები. მცენარის ერთი ბოლქვი, დღევანდელი კურსით, 2 დოლარზე მეტი ღირდა!

ტიტა – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი მცენარეა. დღე-ღამის მანძილზე, საშუალოდ, 2 სმ-ით იზრდება.

image

* გერმანიაში, ჰილდესჰაიმის ტაძრის გვერდით, ყველაზე მხცოვანი ვარდების ბუჩქი დგას. მისი ასაკი 1 000 წელს აღემატება, ხოლო სიმაღლე – თითქმის, ტაძრის სიმაღლეს უტოლდება.

image

* ვარდი – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეროვნული ყვავილი არის.


* ვარდის ზეთი მამაკაცების პარფიუმერიის 46% და ქალის პარფიუმერიის 98% შედის. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პარფიუმზეთისთვის მხოლოდ ორი სახეობის ვარდი — დამასკური ვარდი და ცენტრიფოლია (იგივე ასფურცელა ვარდი) გამოიყენება.

* ველური Rosa Acиcularis ვარდის ნახვა ჩრდ. პოლარული წრის მიდამოებში შეიძლება.


image
* ყველაზე გრძელი ფესვები (120 მ-მდე), სამხრეთ აფრიკულ ველურ ფიკუს აქვს.


* ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით, პიონებს სახელი ექიმის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც ომში დაჭრილ ღმერთებს და ადამიანებს მკურნალობდა.

ჩინეთში პიონს ეროვნულ სიმბოლოდ მიიჩნევენ და მას სხვადასხვა მაგიურ თვისებებს აწერენ. ითვლება, რომ ბოროტი სულები ამ ყვავილის მარტო სუნს კი არა, გამოსახულებასაც ვერ იტანენ.


* კესანეს თითქმის ყველა ენაზე ერთნაირად ეძახიან: ინგლისურად – forget-me-not, გერმანულად – Vergimeinnicht, ფრანგულად - ne-m'oubliez-pas, რუსულად – Незабудка ანუ არ დამივიწყო. ლეგენდის თანახმად, ყვავილი ცისფერთვალება ეგლეს ცრემლებზე ამოვიდა, რომელიც თავის საქმროს ლიკასს დააშორეს. ეგლე და ლიკასი მწყემსები იყვნენ. ლიკასმა ბიძისგან მემკვიდრეობა მიიღო და სახლში უნდა დაბრუნებულიყო. ეგლეს კი ეშინოდა, რომ გამდიდრების შემდეგ, ის ღარიბ გოგონას დაივიწყებდა და დამშვიდობებისას ტირილი დაიწყო. იქ სადაც ცრემლი ეცემოდა, მისი თვალების ფერი ყვავილები ამოდიოდა. გოგონამ დაკრიფა ყვავილები და ლიკასს მისცა და ლიკასი მიხვდა, თუ რას განიცდიდა გოგონა და მან ყვავილს: «არ დამივიწყო» დაარქვა. ყვავილის სამეცნიერო სახელი «Myosotis», ანუ «თაგვის ყური» არის.

* კარლ ლინემ (შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი) გამოიყენა ყვავილების «დროში ორიენტირების» თვისება და 1720 წელს ქ. უფსალში (შვედეთი) მსოფლიოში პირველი ყვავილების საათი შექმნა. საათის ციფერბლატი სექტორებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანში, გარკვეული სახეობის ყვავილები იზრდებოდა. მისი მეშვეობით, საკმაოდ ზუსტად შეიძლებოდა (ნახევარი საათის სხვაობით) დროის განსაზღვრა. მაგრამ, საათი მხოლოდ მზიან ამინდში «მუშაობდა», რადგან ღრუბლიან დღეებში, ზოგიერთი ყვავილის გვირგვინი არ იშლებოდა.


image

image* ქრიზანთემა იაპონიის ეროვნული სიმბოლო არის. ის ქვეყნის ჰერბზე და იარაღზე არის ასახული და მის საპატივცემულოდ, ყოველი წლის 9 სექტემბერა, ფესტივალი იმართება.


* გეორგინა – პატივისცემის და მეგობრობის სიმბოლო არის.


* ზაფრანა – ყვავილის მტვერია და 1 კგ. სანელებლის მისაღებად, 200 000 ყვავილის დამუშავება არის საჭირო.


* ველვიჩიას მხოლოდ 2 ფოთოლი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია 100 წელი იცოცხლოს. ფოთოლი წელიწადში 5-8 სმ-ით იზრდება, დღეს ცნობილი მცენარის ყველაზე დიდი ფოთლის ზომა – 8, 2х2 მეტრი არის.


image
* ყაყაჩო – ნაყოფიერების სიმბოლო არის და ძილის ღმერთს ეძღვნება. გადმოცემის თანახმად, მორფეოსი ადამიანებს ამ ყვავილით ეხება და ძილს გვრის.

გარდა ამისა, ყაყაჩო ოცნების და ხსოვნის ყვავილადაც ითვლება.


* ძველი ბერძნებისთვის ზეიმი იების გარეშე წარმოუდგენელი იყო. ისინი ამ ყვავილით საკუთარ სახლებს და ღმერთების ქანდაკებებს რთავდნენ.

გალებისთვის ია უბიწობის და მოკრძალების სიმბოლოდ ითვლებოდა. ხოლო ტულუზაში, ფრანგები პოეტურ შეჯიბრებს აწყობდნენ და მთავარი პრიზი, ოქროს ია იყო.


* ვაშლი, ბალი, ატამი და გარგარი ვარდისებრთა ოჯახს ეკუთვნის.


* მსოფლიოში ყველაზე პატარა ყვავილოვანი მცენარე – მტკნარი წყლის ვოლფია არის. მისი ფოთლების ზომა 0, 5-1, 2 მმ-ია.


* საფრანგეთში, XIII საუკუნეში, ქალბატონები ვარდების გვირგვინებს ატარებდნენ, რომელსაც «შაპელს (Chapelle)» ეძახდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ სიტყვიდან წარმოიქმნა Chapeau (ქართულად, ქუდი).

image

image

image

* ადამიანები, რომლებიც რეგულარულად შეისუნთქავენ ვარდის არომატს, მეგობრულები არიან, არ უყვართ სხვისთვის თავის მობეზრება და ირგვლივმყოფების სიმპათიას იწვევენ, აქვთ ღია ფერის თანაბარი აურა.


* იაპონელები ხეხილს ნაყოფის გამო კი არა, ყვავილისთვის აფასებენ. ყვავილების უმრავლესობას, რომლებიც იაპონელებს მოსწონთ, არომატი არა აქვს. ამიტომ, ისინი მათი მზერით ტკბებიან და არა არომატით.


* შუა საუკუნეებში დეზურას (ლათ.Delphinium elatum) ყვავილებიდან ლოსიონს ამზადებდნენ და მოტეხილ და დაბზარულ ძვლებს მკურნალობდნენ. ითვლებოდა, რომ მცენარე ძვლების შეხორცებას აჩქარებდა.


* ცნობილია, რომ მცენარეები ადამიანებზე რეაგირებენ. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ერთი ადამიანი ფოთლებს აწყვეტდა ყვავილს, მეორე უვლიდა და მასზე მიერთებულმა ხელსაწყომ, ამ ადამიანების მცენარესთან მიახლოვებისას, განსხვავებული რეაქციები დააფიქსირა. რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეს ინტელექტი აქვს.

image

* რაიმონდის პუია (ლათ. Púya raimóndii) სამხ. ამერიკაში ხარობს. ის მხოლოდ ერთხელ ყვავდება, როდესაც 150 წელი უსრულდება და ამის შემდეგ, მაშინვე ჭკნება.

image

image

image

* თანამედროვე ქსოვილების გაჩენამდე, სამაშველო ჟილეტებში მზესუმზირის ღეროებს იყენებდნენ.

image

* ზოგიერთი ყვავილი საკვებად გამოიყენება. მაგ., ბაბუაწვერას და ქრიზანთემას სალათებში იყენებენ, ვარდკაჭაჭას ყავის ჩანაცვლება შეუძლია, ხოლო ლოტოსის ფესვებს ფქვავენ და სუპებს ხარშავენ.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ

* სილამაზე, რომელიც კლავს (შხამიანი სახლის მცენარეები)

* უნიკალური სახლის მცენარე, რომელიც მავნე ბაქტერიებს და პარაზიტებს ებრძვის და ჰაერს ასუფთავებს

* ჟანგბადის ბომბები! – ეს მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს!
* ოთახის 9 მცენარე, რომლის დადგმა საძინებელში არის რეკომენდირებული
* ბარაქის ხემ რომ «იმუშაოს»... და არა მხოლოდ ფინანსური მიმართულებით
* როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს
* სახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავის

0
2160
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0