x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ეგზოტიკური დელიკატესები, რომლის დაგემოვნება კი არა, ნახვაც რთული გადასატანია

ადგილობრივი გემრიელობების დაგემოვნება — ტურისტული პროგრამის აუცილებელი პუნქტი არის. დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სპეციალური გასტრონომიული ტურებიც კი იმართება. მაგ., პარიზში — შემწვარი ბაყაყების, ხოლო ვიეტნამში — ბრინჯის ღვინოში ჩამხვრჩვალი გველის დასაგემოვნებლას. მაგრამ, ისეც ხდება, შეხვალ რომელიმე რესტორანში, სახლიდან ათასობით კილომეტრით დაშორებით, აირჩევ რომელიმე კერძს მენიუდან — და ისეთ რამეს მოგიტანენ, რომ ძარღვებში სისხლი გაგეყინება...


შემწვარი ტარანტული


image


ამ კერძის დაგემოვნება კამბოჯაში შეიძლება, კვების ნებისმიერ ობიექტში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, როგორც ჩანს, ყველაფერს წვავენ და ჭამენ, რაც ცურავს, დაფრინავს და დახოხავს. ვისაც ტარანტულაზე გული არ მიუვა, შეუძლია კალიები მიირთვას.



100 წლის კვერცხი

image

კერძი ძალიან პოპულარულია ჩინეთში. ქათმის ან იხვის კვერცხს პირველი 10 დღის მანძილზე კალციუმის ჰიდროქსიდის და სოდის ნაზავში ათავსებენ, შემდეგ პოლიეთილენის აპკში ახვევენ, რომ ჟანგბადის ზეგავლენისგან იყოს დაცული და ასე ტოვებენ რამდენიმე თვე.

ხშირ შემთხვევაში, თერმული დამუშავების გარეშე მიირთმევენ ან ბრინჯის ფაფას ამატებენ.




შიოკარა


image


იაპონელებს ძალიან უყვართ ზღვის პროდუქტებზე ექსპერიმენტების ჩატარება. ისინი კალმარებს მათსავე შინაგანი ორგანოების მარინადში აწყობენ და ასე აჩერებენ ჰერმეტულ ჭურჭელში, ერთი თვის მანძილზე. როგორც ამბობენ, ისეთი გემრიელია, რომ თითების ჩაკვნეტა შეიძლება!



კასუ მარცუ


image


სარდინიულიდან რომ გადმოვთარგმნოთ, ამ კერძს — დამპალი ყველი ჰქვია. სინამდვილეში, ის დამპალი სულაც არ არის, მაგრამ ყველის ბუზის ცოცხალი მატლები შიგნით ნამდვილად დაფუტფუტებენ. თუ დაგემოვნების დროს ამ ცოცხალი არსებების ნახვის სურვილი გაგიჩნდებათ, მათი დანახვა კერძიდან 15 სმ-ს დაშორებით უკვე შეიძლება.


სენდვიჩი საქონლის ტვინით


image


თავდაპირველად, საქონლის ტვინის პურზე დადება, ინდოეთში ჩასულმა, ინგლისელმა კოლონისტებმა დაიწყეს. ინდუსებისთვის, როგორც ცნობილია, ძროხა — წმინდა ცხოველი არის და დამპყრობლები ასე ერთობოდნენ. ჩვენს დროში ასეთი სენდვიჩები აშშ-ს სამხრეთ შტატებში არის პოპულარული.



სმალაჰოვე


image


საკუთარ წვენში მოშუშული ცხვრის თავი — პოპულარული საშობაო კერძია ნორვეგიაში. კერძის მირთმევას ყურებით და თვალებით იწყებენ. ეს, როგორც ამბობენ, კერძის ყველაზე გემრიელი ნაწილებია. მასთან ერთად, გარნირად, ყოველთვის კარტოფილი მიაქვთ.


თინუსის თვალები


image


თვალები იაპონიაშიც უყვართ. მაგრამ, რა თქმა უნდა, საზღვაო წარმომავლობის. ჩვეულებრივ, ტურისტებს არჩევანის საშუალება აქვთ: შეუძლიათ თინუსის თვალები მოშუშული ან მსუბუქად შემწვარი მიირთვან. როგორც ამბობენ, მას რვაფეხასგან მომზადებული კერძის გემო აქვს.


შემწვარი ზღვის გოჭი


image


პერუში, ჯერ კიდევ ინკების დროიდან, ზღვის გოჭებს ამრავლებდნენ გასტრონომიული მიზნებისთვის. კერძს, რომელსაც კარგად შებრაწული ცხოველით ამზადებენ, კუი ჰქვია. ასე რომ, თუ ამ ქვეყანაში ჩაბრძანდებით და რომელიმე სახლის ეზოში ზღვის გოჭს დაინახავთ, გული ნუ აგიჩუყდებათ. როგორც კი ის გარკვეულ წონას მიაღწევს, დაკლავენ და შეჭამენ.


ბეონდეგი


image


მზესუმზირის სამხრეთკორეული ანალოგია — აბრეშუმის ჭიის პარკებს ორთქლზე ამზადებენ ან ხარშავენ. ის, ვისაც მისი გემო გასინჯული აქვს, ამბობს რომ მას რეზინის, თუ ხის გემო აქვს.


ორცხობილა კრაზანით


image


და ისევ იაპონური სამზარეულოს შესახებ. ამ მსუბუქ საუზმეს, ყველაზე მეტად საშიში, შავი კრაზანებისგან ამზადებენ, რომლებიც კალიებზე ნადირობენ და სოროებს მიწაში იკეთებენ. მწერებს ჯერ მდუღარე წყალში ხარშავენ, შემდეგ აშრობენ და ბრინჯის ფქვილს ურევენ. ეს ორცხობილა მათთვის არის სასარგებლო, ვინც ცილების უკმარისობას განიცდის.


ბალიუტი


image


მოხარშული იხვის კვერცხი, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული ნაყოფია. პოპულარული კერძია ლაოსში, მალაიზიაში და ტაილანდში.



სანაკჟი



უმი თევზის და ხორცის ჭამით უკვე ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ რას იტყვით კერძზე, რომელსაც ერთი სული აქვს, რომ თეფშიდან გაიქცეს? კორეაში შესაძლებელია სანაკჟის დაგემოვნება, რომელიც პატარა რვაფეხას ახლად მოჭრილი საცეცეებით და სეზამის ზეთით მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ შემზარავი სანახავია და დახრჩობის შესაძლებლობა არსებობს, სანაკჟი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ ტურისტებს შორისაც — ამბობენ, რომ ის ძალიან გემრიელი არის.

1
535
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
535
  
მე კიდევ ჩვენებურ ათასჯერ გამდნარ-გაყინულ ქათმის ბარკლებსა და პალმის ცხიმით დამზადებულ ტკბილეულს ვიწუნებდი)))))
0 1 1