x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძლიერი ბიოველის 7 ნიშანი

image

პირველი ნიშანი: თუკი აურა სუფთა და ძლიერია, ადამინი თითქმის არ ავადმყოფობს. როდესაც აურა მწირია, ადამიანი იღლება, აქვს ხშირი თავის ტკივილები, ჩნდება ქრონიკული დაავადებები, ის ადვილად ცივდება, ხშირად საქმე უფრო შორს მიდის - წარმოიქმნება უფრო სერიოზული დაავადებების ნიშნები.

მეორე ნიშანი: ძლიერი ბიოველი მის მატარებელ ადამიანს ჩუქნის იღბალს ყველა საქმეში. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანებს ძლიერი ენერგეტიკით ყოველთვის მეტი შანსი აქვთ მიაღწიონ წარმატებებს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

მესამე ნიშანი: ძლიერი აურა იგრძნობა, თუკი ადამიანი ასხივებს ოპტიმიზმს. როდესაც ახლოს დგახართ ასეთ ადამიანთან, თქვენ გიჩნდებათ მოქმედების სურვილი, გინდათ დაიპყროთ მსოფლიო და ყველაფერს ხედავთ ნათელ ფერებში. თუკი ასეთი ადამიანი საწინააღმდეგო სქესისაა, მაშინ ის ადვილად შეიძლება შეგიყვარდეთ.

მეოთხე ნიშანი: ადამიანები მაღალი ენერგეტიკის დონით არ იფლობიან პრობლემებში. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს პრობლემები არ აქვთ საერთოდ, უბრალოდ ისინი არ უქმნიან მათ დისკომფორტს.

მეხუთე ნიშანი: თუკი ადამიანი ფლობს ენერგეტიკის მაღალ დონეს, მაშინ ის უდაოდ ლიდერია. უწინამძღვრო სხვებს და იყო სუსტი - ეს ორი რამ ერთმანეთთან აბსოლიტურად შეუსაბამოა.

მეექვსე ნიშანი: ძლიერი აურა - ძლიერი სხეული. როდესაც ადამიანი სულიერად ძლიერია, ის ფიზიკურადაც ძლიერია. ის ამტანია, ძნელად იღლება და ყოველთვის მზად არის დაიპყროს ახალი მწვერვალები.

მეშვიდე ნიშანი: მისი გონება გახსნილია. ამ ადამიანებს არ ეშინიათ ექსპერიმენტების, არეალის გაფართოების, ჰორიზონტს იქეთ გახედვის. ძლიერი ენერგეტიკა აძლევს მათ საშუალებას არ შეეშინდეთ ნებისმიერი ცვლილებების. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება - დინამიკაა. ცხოვრება - ცვლილებები და მუდმივად გარდაქმნაა.

შეუძლებელია ფლობდე მხოლოდ ორ ნიშანს, და არა შვიდივეს ერთად. მხოლოდ ისინი სხვადასხვანაირად გვაქვს განვითარებული. არის მცირე გადახრები ან ანომალიები, მაგრამ ზოგადად თითოეული პუნქტი აღდგება ბიოველის ზრდასთან ერთად. უბრალოდ
უნდა ვიმუშაოთ ჩვენს ენერგეტიკაზე და სამყაროს შეხედულებებზე - მაშინ ყველაფერი გამოვა.




image

0
559
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0