x
მეტი
  • 01.05.2017
  • სტატია:65936
  • ვიდეო:318511
  • სურათი:417322
6 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

მოძრაობები, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ და ჩვევები, რომლებიც გვაქვს, ყოველთვის არ არის ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთი მათგანი მავნეა, ზოგი კი ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.


გთავაზობთ 6 ჩვევას, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეკომენდირებული არაა ჯანრთელობისთვის.

იზრუნეთ საკუთარ თავზე!


1. ფეხების გადაჯვარედინება

imageპირველი საუბრები ფეხების გადაჯვარედინების მიერ გამოწვეულ ზიანზე დაიწყო 1990-იან წლებში ერთ-ერთი საკვების მწარმოებელი კომპანიის მიერ. 1999 წელს ამას მოჰყვა ხმაურიანი აქციები აშშ-ში, რაც ცნობილიაThe Great Cross-Out-ის სახელით. ეს არ ყოფილა უბრალო რეკლამა. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფეხებგადაჯვარედინებულად ჯდომა (სკამზე ან იატაკზე) იწვევს ჰიპერტენზიას, ვარიკოზული ვენების და ნერვული სისტემის დაზიანებას.


2. ფრინველების გამოკვებვა

image

მტრედების გამოკვებვა ერთ-ერთია იმ პოპულარული აქტივობებიდან, რასაც მშობლები შვილებთან ერთად აკეთებენ. საუბედუროდ, ეს მხოლოდ გართობა არ არის, ეს სახიფათოა. იმის შანსი, რომ ფრინველი გადამდებ დაავადებებს ატარებს, 50%-ზე მეტია. მტრედებს გადააქვთ ორნიტოზი, კოლი-ბაქტერიოზი, ჰისტოპლაზმოზი, სალმონელოზი, ტუბერკულოზი, ტოქსოპლაზმოზი... დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ დაავადებების სრული სიის ნახვა გსურთ?..


3. უხარისხო სათვალის ტარება

imageიმისთვის, რომ ფართო მასისთვის ყოფილიტო ხელმისაწვდომი, მწარმოებლებმა უხარისხო, იაფასიანი სათვალეები შექმნეს. მათ გამოიყენეს დაბალი ხარისხის მინა, რომელიც თქვენს თვალებს სულაც არ იცავს მზისგან, უფრო მეტიც, მან შეიძლება ბადურის დამწვრობაც გამოიწვიოს. სათვალის დაჩრდილვა ორმაგად ირეკლავს ულტრაიისფერ სხივებს და კიდევ უფრო საზიანოა თვალებისთვის, ვიდრე უსათვალოდ სიარული. ჭარბმა ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა, დაგიზიანოთ თვალი, ან სულაც, კიბო გაგიჩინოთ.


4. ბევრი წყლის დალევა

imageდიახ, სწორად წაიკითხეთ! ბევრი წყლის დალევა ყოველთვის არაა ჯანმრთელობისთვის კარგი, ისევე როგორც ცოტა წყლის დალევა. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ყველა ორგანიზმისთვის წყლის საჭიროების დონე ინდივიდუალურია. თუ თქვენ ბევრს მოძრაობთ და სპორტს მისდევთ, უფრო მეტი წყალი უნდა დალიოთ. თუ თირკმლის ან სისხლძარღვთა პრობლემები გაქვთ, უმჯობესია ნაკლები წყლის დალევა. ორივე შემთხვევაში, საუკეთესო გზაა, წყალი დალიოთ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად. თუ არ გწყურიათ, მაშინ არ გირჩევთ.


5. პოპ-კორნის მიკროტალღურ ღუმელში მომზადება

imageროგორ ამზადებთ პოპ-კორნს, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმ სიმინდის შიგთავსი, რასაც სახლში მოსამზადებელი პოპ-კორნი შეიცავს, სახიფათოა. საქმე გვაქვს ქიმიურ საკვებ დანამატთან - დიაცეტილთან. ის შეიცავს სინთეზურ ზეთს და არომატიზატორს. როცა იგი გახურებულია, ფილტვებისთვის სახიფათოა. ფილტვების დაზიანების რისკს შეამცირებთ, თუ პოპ-კორნს ჭამამდე გააგრილებთ.


6. ძილი ცალ გვერდზე ან მუცელზე

imageბევრი ჩვენგანი ძილისთვის იმ პოზას ირჩევს, რომელიც მისთვის უფრო მოსახერხებელია. თუმცა, ამ ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანრთელობის პრობლემები, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სერიოზულია და საჭიროა, დროულად აღმოიფხვრას. როცა თქვენ ცალ გვერდზე იძინებთ, ე.წ. ემბრიონის პოზაში, ხელს უშლით დიაფრაგმის თავისუფლად მოძრაობას, ასევე, ეს პოზა იწვევს ზურგის და ფილტვის პრობლემებს.

მუცელზე წოლა კი კიდევ უფრო საშიშია, რადგან ასე მთელ ორგანოებს აწვებით, შეიძლება, ამ პოზამ გამოიწვიოს ნერვის დაზიანება და გულის პრობლემები.

ეცადეთ, დაიძინოთ ზურგზე დაწოლილებმა, ეს ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა ძილისთვის.

ერთადერთი შემთხვევა, როცა ზურგზე წოლა უნდა აიცილოთ თავიდან, არის ის შემთხვევა, თუ თქვენ ძილის დროს ჩახუთულობით (აპნეით) იტანჯებით.

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
152
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0