x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
კიტრის დიეტა

imageკიტრის საკვებ ღირებულებაზე საუბარი დიდხანს არ მოგვიწევს, რადგან კიტრი 95% წყალს შეიცავს. ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს კი არ შეიცავს. ეს არის პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ განუსაზღვრელი რაოდენობით, წონაში მომატების შანსი კი ნულია. გარდა ამისა, კიტრი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აჩქარებენ ცხიმების წვას. პრინციპი კიტრის დიეტის მარტივია.

1 ვარიანტი: მიირთვით 200 გრ. კიტრი დღეში სამჯერ. მისგან შეგიძლიათ გააკეთოთ სალათები, ოღონდ არ შეაზავოთ მაიონეზით ან არაჟანით. მოსასხმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ უცხიმო კეფირი ან იოგურტი.

2 ვარიანტი: ჭამის წინ შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა კიტრის წვენი (იმ შემთხვევაში თუ კუჭის მჟავიანობა არ გაქვთ მომატებული). ამგვარი დიეტა დაგეხმარებათ წონაში დაიკლოთ აუჩქარებლად, რადგან ცნობილია რომ სწრაფი კლება საზიანოა ორგანიზმისთვის და შედეგად შეიძლება ორმაგი წონა მიიღოთ. ამიტომ მიირთვით კიტრი და კვირაში ერთ კილოგრამს დაიკლებთ, ამასთანავე მოიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლას. კიტრი შეიცავს: A, C, B ჯგუფის და PP ვიტამინებს (ამ ვიტამინებს შეიცავს კიტრის კანი), ორგანულ მჟავეებს, იოდს, კალიუმს და ფერმენტებს. რომ მიიღოთ კიტრიდან ეს სიმდიდრე, შეარჩიეთ პატარა კიტრები-ისინი უფრო სასარგებლოა.

3
4033
8-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
4033
  
2012, 11 ივნისი, 10:36
უცხიმო ოღონდ
2012, 11 ივნისი, 10:02
ყველი რო დავაყოლო შეიძლება?:))
0 1 3