x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
ექიმებმა აღმოაჩინეს ყავის მომზადების გზა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
image


მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მათ დაასკვნეს, რომ საუკეთესო სასმე-

ლი არის ყავის და კაკაოს ნაერთი.ყავის და კაკაოს კომბინაციას აქვს დადებითი გავლენა

თავის ტვინზე და თრგუნავს კოფეინის უსიამოვნო, შემაშფოთებელ ეფექტს. გაზეთ “ასა-


კი"-ის ცნობით ეს სატესტო სასმელი, ყავა, რომელსაც დამატებული აქვს კაკაო ჯანმრთე-

ლობისთვის უფრო სასარგებლოა ვიდრე, უბრალო ყავა. ეს სასმელი ხელს უწყობს კონცე-

ნტრაციას და ამავე დროს არ იწვევს უარყოფით შედეგებს, რომელიც დამახასიათებელია

“სუფთა" კოფეინის გამიყენებისას. ექსპერიმენტის დროს, სუბიექტებს შესთავაზეს ოთხი

სახეობის სასმელი: ყავა, კაკაო, ყავა და კაკაო ერთად და პლაცებო. მათ სასმელს სთავაზ-

ობდნენ დახურული ჭიქებით, რათა ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ რომელ სასმელს სვამდნენ

იმ მომენტში. მას შემდეგ, რაც მოხალისეებმა დალიეს სასმელი, მათ გაიარეს სპეციალური

ინტელექტუალური ტესტი. შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებმაც დალიეს ყავა

და კაკაო ერთად, მათ ტესტს თავი ყველაზე უკეთ გაართვეს. კერძოდ, ეს მონაწილეები

იყვნენ უკეთ ორიენტირებულები ტესტებზე და მათ არ უჭირდათ სწორი გადაწყვეტილ-

ებების მიღება. “ ყავის და კაკაოს კომბინაცია ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას ადამია-

ნის ტვინში, რომელიც აუმჯობესებს ყურადღების მაჩვენებელს, აძლიერებს ახალი ცოდ-

ნის ათვისების უნარს. მას შემდეგ, რაც ეს სასმელი დალიეს ადამიანებმა, მათში არ შეი-

ნიშნებოდა არანაირი შფოთვა, რაც ყავის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი ეფექტია".

0
164
9-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0