x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პოლიტიკოსების ფიასკო

პოლიტიკამამატი






ჩემო მკითხველნო, ალბათ ყველამ იცით, რომ პოლიტიკა სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაა, რომელიც ლეგიტიმაციას ეფუძნება..მაგრამ რა არის განა ზემოთხსენებული მიდგომის მატარებელი ადამიანების, ანუ პოლიტიკოსების მთვარი მიზანი? ქვეყნის მოქალაქეთა კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების საფუძველი, განსხვავებული იდეოლოგიების მქონე ადამიანთა ინტეგრირება სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზნით, თუ სახელმწიფო ძალაუფლების განხორციელების პრინიპებთა ერთობლიობა?
არცთუ ისე ბევრს გვიფიქრია რეალურად თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი? ამ კითხვას პოტენციური ამომრჩევლები სტანდარტულად პასუხობენ და თავიანთ შეხედულებების განხორციელებას საარჩევნო ყუთთან ახერხებენ..თუმცაღა მომავლის ენთუზიაზმით სავსე ფანატიკოსები წლების შემდგომ პესიმისტურად უყურებენ წარსულის გამოწვევებს..ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რატომ იქცევა ხშირად ლიბერტანიანი, დემეოკრატი, ფილანტროფი ლიდერი ამომრჩველების დამოკიდებულებით ტირან და სუბიექტურ მაღალჩინოსნად… რატომ არ ხდება წასულის შეცდომებისგან რადიკალურად გამიჯვნა ყოფის? რატომ უსვამენ ქვეყნის მოქალაქეები თავიანთ თავს ყოველ 4 -5 წელიწადში ასეთ კითხვას, გაუარესდა თუ გაუმჯობესდა მდგომარეობა?, რატომ ასოცირდება სიტყვა ”პოლიტიკა ” სიცრუის და სიყალბის პოპულიზმთან?
ნიჰილიზმი, დიახ ეს სიტყვა არის საბოლოო დასკვნა, რომელიც მეტყველებს პოლიტიკოსების განვლილ საქმიანობაზე… ამის პარალელურად ყოველთვის მიმდინარეობდა ლამის ტენდეცნიად აღიარებული კრიტიკა წინამორბედი ლიდერების მიმართ.. საბოლოო ჯამში კი ის გასავლელი გზა, რომელიც უნდა გაევლო პოლიტიკოსებს წლების განმავლობაში ისევ ფიასკოთი ივსება.. მაშ ვისში ან რაში უნდა ვეძებოთ ბარიერი, , როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ ყოფას?
მე 90 -აიან წლების საქართველოში დაბადებული გოგონა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნისა და პოლიტიკური კულტურის მშენებლობასთან ერთად იზრდებოდა, და რომლისთვისაც პოლიტიკური სიძულვილი და არაეთიკურობა ჩვეულია 2 რამეს მივხვდი
1. წარსულის დავიწყება და წარსულის შეცდომებზე სწავლა
2 .განსჯა ადვილია, მაგრამ ძნელია წარმოიდგინო თავი განმსჯელი ობიქეტის ადგილას შესაძლებლოებისა და ბარიერების გათვალისიწნების მიხედვით.
უმეტეს შემთხვევაში წარსული მოქმედი ლიდერებისთვის ასოცირდება კრიტიკასთან, წარუმატებლობასთან და გაუცნობიერებულ ქსენოფობიად..ლიდერების უმრავლესობა, რომელთა ხელში არის ძალაუფლება, თავიანთი დროის უმეტესობას მათდაუნებურად წარსულის ქმედების ჩაციკვლაში ატარებენ, მაშინ როდესაც ძირითადი ორიენტირი ხალხის კეთილდღეობისკენ სწრაფვა და მომავლის პრევენცია უნდა იყოს..
ხშირად ქარიზმატი ლიდერებიც, რომლებიც დარწმუნებულია საკუთარი თავისა და გუნდური მუშაობის პროდუქტიულობაში, უშვებენ შეცდომებს…მათი უმრავლესობა საკუთარი თავის გაიდიალებისა და გასული ლიდრებისადმი შოვინისტური დამოკიდებულების მსხვერპლნი არიან.. …უმეტეს შემთხვევაში თთოეულ ჩვენთაგანს, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი ხარ თუ უბრალოდ მოქალაქე, გვიჭირს ოპონენტების დაბრკოლებებისა და პოტენციალის გათვალისწინებით ადეკვატური კრიტიკის განხორციელება, რაც ხშირად მომავლის ტრიუმფისკენ სავალ გზას აფერხებს, რადგან თვით მომავალი წარსულის ქმედების ნაყოფია ..
სასურველია ყველა ადამიანმა, რომელსაც სურს აიღოს საკუთარ თავზე საზოგადოებისა და ქვეყნის ლიდერის დაკისრებული მოვალეობები და უფლებები, დაუსვას კითხვა საკუთარ პიროვენებას. რას გავაკეთებდი მე მის ადგილას? ( ვინც კრიტიკის ობიექტია), თუ ამ კითხვაზე ადეკვატურად შეძლებთ პასუხის გაცემას, მაშინ დარწმუნებთ შეგვიძლია ვთქვათ რომ თქვენ შეძლებთ მომავლის სადავეების ჩაბარებას გამოწვევებისა და შესაძლებლობების პირობებში..

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ელი2003
ელი2003
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0