x
სოციალური პასუხიმგებლობის სიმწირე საქართველოში

გიგიკ

ჩემო მკითხველნო, როგორ ფიქრობთ რა არის პასუხისმგებლობის განაწილების დისბალანსის მიზეზი ან რა შუაშია ”უბილეთო მგზავრის” ფაქტორი ზემოთ ხსენებულ საკითხთან?
ალბათ გაინტერესებთ, რატომ მაინცდამანიც უბილეთო მგზავრის ფრაზით დავიწყე სტატია.. ზემოთ ხსენებული ”ტიტულის” მქონე ადამიანი პასუხისმგებლობის სიმწირისა და სოციალური თანასწორობის გააზრების ნაკლებობით გამოირჩევა.. დღესდღეობით საზოგადოების უმრავლესობა სწორედ, რომ ”უბილეთო მგზარის”პოზიციაში ყოფნას ჯერდება სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში.
რამდენ თქვენთაგანს გაუაზრებია რეალურად თავისი სოციალურ -სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ, სამსახურეობრივ გუნდში, ოჯახში, სამეგობროში, ან თუნდაც ქვეყნის მასშტაბით..
თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში რამოდენიმე როლია, რომელიც ჩვენს ქმედებას გარკვეულ ელფერს აძლევს. ჩემს მაგალითზე დაყრდნობით ვიტყვი, რომ ჩემი 20 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მოვირგე 5 სხვადახვა როლი, მაგრამ დარწმუნებით იმას ვერ გეტყვით რამდენად პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი თითოეულ მათგანს. მართალია, თითოეული მათგანი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არ არის, თუმცაღა ცხოვრების საბოლოო სტატუსის შექმნისთვის თითოეულის შედეგი მომდევნოს ქმნის. მოდით, ამ როლებიდან ერთ -ერთი მთავარი გამოვყოთ და განვიხილოთ რამდენია ჩვენი პასუხიმგებლობის ხარისხი სამოქალაქო როლში ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან გამომდინარე და ვართ თუ არა უბილეთო მგზავრები?
ხშირად თითოეული ჩვენთაგანი თავის სამოქალაქო პასუხიმგებლობას სხვისი ქმედებიდან გამომდინარე ცვლის, იმის მიუხედავად რომ სავსებით არასწორი ნაბიჯისკენ მივყავართ. ამის ერთ-ერთი მთვარი მიზეზი ჩვენი დამოკიდებულებით, სამართლიანობის დამყარების სურვილია, საკუთარი ძალისხმევის არასტანდარტული ცვლილებისა და სხვებისა და საკუთარი საქციელის შედარების ხარჯზე.. ალბათ, სწორედ რომ ”სამართლიანობის” დამყარებას ვცდილობთ, როდესაც გუნდში მუშაობის დროს საკუთარ პროდუქტიულობას ვამცირებთ ზარმაცი გუნდელების ჯინაზე, ან როდესაც ნაგავის მცირე მასას გარეთ ვყრით, რადგან წინ მდგომა ადამიანმა გვიბიძგა ამისკენ, ან კიდევ აზრის დაფიქსირებას ვუფრთხივართ ისეთ საკითხებზე, რომელიც ვითომდა ჩვენს ”პრეროგატივაში” არ შედის, ან ისიც არჩევნებთან მიმართებაში ინერტულ პოზიციას რომ ვჯერდებით, რადგან გვგონია, რომ ჩვენი ერთი ხმით მაინც არაფერი შეიცვლება . ბევრი ჩვენთაგანის ღრმა რწმენით ეს მიზეზები ადეკვატურია, იმისათვის, რომ საკუთარი თავი გავამართლოთ, მაგრამ ის გავივწყდება, რომ თითოეული ჩვენგანი ქმნის იმ საზოგადოებას რომელშიც არის და მომავალი თაობის წინაშე უდიდეს დანაშაულს სჩადის.
ყველამ კარგად ვიცით, რა ზიანი მოაქვს ზემოთ ხსენებულ ჩვენს საქციელს, თუმცაღა მაინც ყოველდღე, ყოველ თვე, ყოველ წელს, უბილეთო მგზავრის როლს ვირგებთ, მაგრამ ძალიან კარგადაც ვიაზრებთ, რომ საკუთარი მუშაობის ხარისხის გაუარესებით არა მხოლოს ჩვენს თავს, არამედ ქვეყნის განვითარებას ვაფერხებთ, , ნაგვის დაყრით არა მხოლოს ბუნებას ვაზიანებთ, რომელშიც ვცხოვრობთ, არამედ მომავალ თაობას მომწამლავი ჰაერით” ვაჯილდოვებთ”, , საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება-მოვალეობის დაიგნორებით, არა მხოლოდ საკუთარ წვლილს ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის ფორმირებაში ვამცირებთ, არამედ საკუთარ თავს უკმაყოფილების მიზეზს თავადვე ვაძლევთ და საბოლოო ჯამში კი ჰომოსოვეტიკუსებად ვყალიბდებით.
ამის შემდგომ გულახდილად ვთქვათ ვართ თუ არა ”უბილეთო მგზავრები”?

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ელი2003
ელი2003
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0