x
image
მოზამბიკელი
5 რამ, რისი გაკეთებაც ჭამის შემდეგ არ შეიძლება!-ეს თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს!

ბევრ ჩვენგან საკმაოდ გადატვირთული ცხოვრება გვაქვს და მუდმივად დროსთან დაპირპირებაში ვართ, გვინდა ყველაფერი მოვასწროთ.
მაგრამ ამ ყველაფერმა შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ჩვენ ვცდილობთ სწრაფად ვისაუზმოთ, მივიღოთ აბაზანა, მივირთვათ ჩაი ან ყავა და გავიქცეთ სამსახურში. ეს ერთი შეხედვით უწყინარი მოქმედები, შესაძლოა ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი გახდეს.
გადავიწყვიტე, წარმოგიდგინოთ 5 რამ რისი გაკეთებაც ჭამის შემდეგ არ შეიძლება:

1. აბაზანის მიღება
როდესაც შხაპს ვიღებთ, ჩვენი სხეულის ტემპერატურა ოდნავ იმატებს, ამ დროს ორგანიზმი კანს შედარებით მეტ სისხლს უგზავნის, ვიდრე მანამდე. ამან შეიძლება გამოიწვიოს მონელების პროცესის დარღვევა და საკვების გადამუშავებას ხელი შეუშალოს.
უმჯობესია შხაპი ჭამიდან 30 წუთის შემდეგ მიიღოთ.

image

2.ჩაის დალევა
ჭამის შემდეგ ცხელი ჩაის დალევა თითქმის განუყოფელი პროცედურაა (მითუმეტეს ჩემთვის), კვლევების თანახმად ეს სასმელი სრულიად უვნებელია, ხელს უშლის, მაგრამ მისი მიღება ჭამიდან ერთი საათის შემდეგ არის რეკომენდირებული. რადგან ჭამის შემდეგ ჩაის დალევა ორგანიმზს ხელს უშლის რკინის შეწოვაში.
ამგვარი ქმედებისგან აუცილებელია თავი შეიკავონ ადამიანებმა, ვისაც რკინის დეფიციტი აქვთ.
image



3. ძილის წინ ჭამა
ძილის წინ საკვების მიღებას უამრავი პრობლემის გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა გულძმარვა, მჟავიანობის გაზრდა და რეგურგიტაცია( კუჭის მოუნელებელი შემცველობის უკუდინება საყლაპავი მილისკენ). გარდა ამისა დადასტურებულია, რომ ძილის წინ ჭამა ზრდის ინსულტის რისკს. ექპერტები გვაფრთხილებენ, რომ დაწოლამდე 2 საათით ადრე მივიღოთ საკვები.
image

4.სპორტით დაკავება
რაც არ უნდა მაცდურად ჟღერდეს, ჭამის შემდეგ მაშინვე სავარჯიშოთ წასვლა არც თუ ისე კარგი იდეაა. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გადატვირთვა, რაც გარკვეული დისკომფორტებით გამოიხატება, როგორიცაა სლოკინი და გულისრევის შეგრძნება. უფრო სერიოზული ხასიათის გამოვლინებ კი ტრამვული კრუნჩხვებია.
ჭამის შემდეგ 2 საათით გასეირნება ყველაზე კარგი გამოსავალია.
image

5.მოწევა
ჭამის შემდეგ ნიკოტინის მიღება ორმაგად საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასეთ დროს ნიკოტონი უფრო მეტად შეიწოვება ორგანიზმში, თამბაქოს ასევე შეუძლია დაბლოკოს ვიტამინებისა და მინერალების ასიმილაციის ეფექტი.
უკეთეს შემთხვევაში რა თქმა უნდა გამოსავალი მოწევისთვის თავის დანებებაა, მაგრამ თუკი ამას ვერ ახერხებთ, მაშინ ჭამის შემდეგ 20 წუთში შეგიძლიათ მოწიოთ.

image

ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
2922
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
2922
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0