x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი ღვინის დალევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა!
image

რა არის ღვინო- ამის ახსნა ნამდვილად არავის არ სჭირდება. მრავალი საუკუნეების განმავლობაში გრძელდება დებატები, იმის შესახებ, თუ რამდენად სასარგებლო ან საზიანოა იგი ორგანიზმისთვის. დღეს კი მეცნიერები და ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ღვინოს ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. მთავარია, მისი გამოყენებისას დაიცვათ ზომიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. წითელ ღვინოს აქვს დამამშვიდბელი თვისებები, მოგიხსნით დაღლილობას. აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება. ღვინით მკურნალობისას უნდა მიიღოთ ის რაოდენობა, რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს თრობას. წითელი ღვინო- ეს გახლავთ "სისხლი ჭიქაში". იგი გამოიყენება ანემიის და სისხლის სხვადასხვა დაავადებების დროს. ბევრ კლინიკაში, სადაც გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, სისტემური დაავადებების მქონე პაციენტები მკურნალობენ, ექიმები მათ რაციონში მცირე რაოდენობით წითელ ღვინოს რთავენ, რაც ორგანიზმს სწრაფად გამჯანმრთელებაში ეხმარება.



image



დოზირება წითელი ღვინით მკურნალობის დროს: იმისათვის, რომ ღვინოს ჰქონდეს სამკურნალო და არა მავნე ზემოქმედება, საჭიროა ზომიერების დაცვა. ყოველდღიურად მიირთვით მხოლოდ 50 გრ ღვინო, ეს გახლავთ 3 სუფრის კოვზის ოდენობის. თქვენ შეგიძლიათ დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთვათ 3 სუფრის კოვზი ღვინო ან გაანაწილოთ სამად და 3-ჯერ დალიოთ 1ს/კ. ეს აუცილებლად ჭამასა და ჭამას შორის შუალედში გააკეთეთ.




image



წითელი ღვინის სასარგებლო თვისებები: წითელი ღვინო შეიცავს ვიტამინებს B2, B1, C, D, რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, იოდს, მანგანუმსა და ოქროს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რაც მის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს. ასევე შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს- ფლავანოიდებს. მას ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და სამკურნალოდ იყენებენ. ღვინო სიმსივნური უჯრედების განვითარებას ორი მიზეზის გამო უშლის ხელს; პირველი- იგი იცავს ადამიანს სხეულს მავნე, ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, მეორე- იგი შეიცავს საპონინებს, კატეხინებს და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დნმ-ის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან იცავს. იგი ზრდის სისხლში "კარგი" ქოლესტერინის დონეს, ხოლო "ცუდს" გამოდევნის. image

ანემიისა და სისხლდენის დროს: 1 კვირის განმავლობაში დალიეთ 1 ჭიქა წითელი ღვინო.


გაციების, პნევმონიისა და ვირუსული ინფექციების დროს: დღეში 3-4 ჯერ დალიეთ 50 გრ ღვინო, გააზავეთ ნახევარ ჭიქა წყალში და 1ს/კ თაფლი დაუმატეთ.


ტუბერკულოზის დროს: ყოველდღე უნდა დალიოთ 50 გრ თბილი ღვინო.


დიარეის დროს: ასევე დღეში 50 გრ სუფთა წითელი ღვინო უნდა დალიოთ. მას შემკვრელი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.


უძილობისა და შფოთიანობის დროს: დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე დალიეთ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი, 30 გრ წითელი ღვინო.


სისხლჩაქცევების, დაჟეჟილობებისა და დაჭიმულობის დროს: ღვინის თბილი კომპრესები დაგეხმარებათ.


მოტეხილობის დროს: რეკომენდირებულია, 2 ს/კ ღვინის, დღეში 3-4 ჯერ მიღება.


თუ თქვენ არ დაიცავთ ზომიერებას და დიდი რაოდენობით ღვინოს დალევთ, ეს ხელს შეუწყობს კიბოს უჯრედების განვითარებას. კუჭის მჟავიანობის დროს, არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ღვინო.



ღვინის დალევა ეკრძალებათ ადამიანებს, რომლებასაც: აქვთ ღვიძლის, ნაღვლის, თირკმელების, პანკრეასის დაავადება ან კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლული. მისი მიღება არ შეიძლება თავის ძლიერი ტკივილის, შაკიკის დროს. წითელი ღვინო იწვევს ალერგიას. თუ თქვენ ალერგიული ხართ, ნუ დალევთ მას. გოგირდის დიოქსიდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება მეღვინეობაში ასთმურ შეტევებს იწვევს.


image

გახსოვდეთ, რომ ღვინის სამკურანლო მიზნით გამოყენება, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება აკრძალულია. აუცილებლად დაიცავით ზომიერება. დღეში მხოლოდ 50 გრ წითელი ღვინის მიღებაა რეკომენდირებული. მისი ზომიერი რაოდენობით მიღება, თქვენს ორგანიზმს მრავალი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.









იხილეთ აგრეთვე:


კიბოს უჯრედები გაქრება, თუ თქვენ ამ 7 პროდუქტს მიირთმევთ!


ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის!


ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად!


ამ სიროფს "ღმერთის საჩუქარს" ეძახიან, რადგან იგი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს!


ეს საშუალება სიმსივნეს, არითმიას, ჰეპერტონიას და კიდევ 17 დაავადებას კურნავს!




0
2869
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
2869
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0