x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სიკვდილით დასჯა ნარკოტიკებისთვის და ქრთამისთვის-3 საინტერესო ფაქტი ჩინური მართლმსაჯულების შესახებ
imageჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ითვლება ქვეყნად, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი კანონები მოქმედებს.არსებობს დანაშაულის სახეობები, სადაც მაგალითად აშშ-ში ან რუსეთში მხოლოდ ციხეს უსჯიან, ხოლო ანალოგიურ დანაშაულზე ჩინეთში სიკვდილით სჯიან.




1)ნარკოტიკები-ნარკოტიკები ჩინეთში ძირითადად ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ირანიდან შემოდის.ჩინელი სამართალდამცავები ნარკომოვაჭრეების გამოსავლენად ძალებს არ ზოგავენ.

image

ჩინური სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სიკვდილით ისჯება ის პირი(ან პირები) ვისაც ნარკოტიკების მსხვილი პარტია აღმოაჩნდებათ.ეს არის: 50 გრამი ჰერიონი, კოკაინი, ან 1 კგ. ოპიუმი.თუ ნარკოტიკის რაოდენობა უმნიშვნელოა, დამნაშავეს 10-15 წელის ციხე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.


image

დღემდე ჩინეთში სიკვდილით დასჯის ორი მეთოდი მოქმედებს: ესაა დახრეტა და სასიკვდილო ინექცია.პირველ მეთოდს ამ ბოლო ხანებში სულ უფრო იშვიათად იყენებენ.


აღსანიშნავია, რომ ჩინური სამართლის სისტემა ამ მხრივ არაა შერჩევითი, მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება დამნაშავე, საზოგადოებისთის ცნობილი მსახიობი თუ პოლიტიკურ მოღვაწე.


ასე მოხდა 2009 წელს, როდესაც ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ბრიტანეთის მოქალაქე აკმალ შეიხი, რომელსაც 4 კილოგრამი ჰეროინი გადაჰქონდა.მამაკაცი ბოლომდე უარყოფდა ბრალდებას და შეწყალებას ითხოვდა, ბრიტანეთის პრემიერ-მისტრმა 10-ჯერ გაუგზავნა წერილი ჩინეთის მთავრობას თხოვნით გადაეხედათ განაჩენისთვის, მაგრამ ჩინური თემიდა შეურყეველი აღმოჩნდა.


image



2)"ბრძოლა ბუზების და ვეფხვების წინააღმდეგ"-460 ათასი$-ეს არის ქრთამის მინიმალური ზღვარი რის გამოც მაღალი რანგის ჩინოვნიკს სიკვდილით დასჯა ემუქრება.მექრთამეობასთან ბრძოლის ასეთ მეთოდს აქტიურად მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური სი ძინპინი, რომელმაც 2012 წელს განაცხადა:"ბრძოლა უნდა გაჩაღდეს როგორც ბუზების, (ანუ წვრილი მექრთამეები) ასევე ვეფხვების წინააღმდეგ"(მსხვილი ჩინოვნიკების).


ბოლო 17 წლის განმავლობაში ქვეყანაში ქრთამის აღების გამო დაიხვრიტა 10 000 ჩინოვნიკი, თუმცა იყო იშვიათი გამონაკლისიც.მაგალითად წელს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მრეწველობის უსაფრთხოების დარგში იან დუნლიანი, რომელსაც 4 მილიონი დოლარის ქრთამის აღება ბრალდებოდა დახვრეტას გადაურჩა.სასამართლომ მას 15 წლიანი პატიმრობა და ქონების სრული კონფისკაცია შეუფარდა.

image

3)სადაც დაიბადე იქ გამოადგები ქვეყანას-ჩინეთში მოქმედებს კანონი, რომელსაც ეწოდება ხუკოუ, ანუ არ შეიძლება რომელიმე მიყრუებული სოფლიდან პიროვნება გადავიდეს სამუშაოდ ან სასწავლებლად ვთქვათ პეკინში ან შანხაიში, 1958 წლიდან ჩინეთში მოქმედებს ჩაწერის მკაცრი ინსტიტუტი(დაახლოებით მსგავსივე კანონი არსებობდა საბჭოთა კავშირშიც).ადამიანს ქალაქში საცხოვრებლად გადასვლისთვის მთელი ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი უნდა გაეარა.

image

90-იანი წლებიდან ჩაწერის სისტემა ოდნავ შეიცვალა, ადამიანებს ქალაქში დროებით ჩაწერის და ცხოვრების უფლება მიეცათ, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარებულა, ბევრი ყოველგვარი საბუთის გარეშე არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს ქალაქში, რის გამოც არა აქვს საშუალება მიიღოს განათლება ან სამედიცინო დახმარება.

image

ასე მაგალითად, ერთ-ერთმა "სოფლური წარსულის" არალეგალმა პეკინში პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა იმის გამო, რომ ვერ შეძლო სკოლაში შვილის შეყვანა.

image

სამი წლის წინ მთავრობამ გადაწყვიტა კიდევ უფრო გაემარტივებინა ხუკოუს კანონი, მაგრამ მას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, ერთადერთი რაც დაამტკიცეს ისაა, რომ 2020 წლისთვის 100 მილიონ სოფლის მაცხოვრებელს კანონიერად ექნება ქალაქში გადასვლის და ცხოვრების უფლება.




0
389
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0