x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რატომ არის ზოგიერთ ბინაში ფანჯარა სამზარეულოსა და ტუალეტს შორის - ეს უნდა იცოდეთ!
image

ალბათ ბევრ თქვენგანს შეუნიშნავს, რომ ბევრ ძველ აშენებულ ბინაში (განსაკუთრებით, ე.წ. "ხრუშოვკებში") სამზარეულოსა და სააბაზანოს შორის ჩასმულია პატარა ფანჯარა. ალბათ იამაზეც დაფიქრებულხართ, საერთოდ, რა საჭიროა ეს ფანჯარა? ელექტრო ენერგია ხომ ყველა სახლშია. თუ არ დაფიქრებულხართ, მაშინ ახლა დაფიქრდით...


image

ერთ-ერთი ვერსიით, ამგვარი სარკმლები სამშენებლო ნორმებით გაწერილი იყო იმ კორპუსებისთვის, რომლებშიც წყალი გაზის გამათბობლით თბებოდა. აფეთქების შემთხვევაში ფანჯრის არსებობას კედლები დანგრევისგან უნდა დაეცვა. თუ გამათბობელი სააბაზანოში იქნებოდა დამონტაჟებული, აფეთქების ტალღას ფანჯარა უნდა ჩაემტვრია, რაც კედლებს გადაარჩენდა.



image

თუმცა გაზის გამათბობლები შედარებით მოგვიანებით, სსრკ-ში გაჩნდა. ხოლო ამგვარი სარკმლები სამზარეულოსა და სააბაზანოს შორის მანამდეც კეთდებოდა. საკმარისია გავიხსენოთ ბულგაკოვის "ძაღლის გული", რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი, დატბორილი სააბაზანოდან სწორედ ამგვარი სარკმლის საშუალებით როგორ ეკონტაქტებოდა შარიკოვი პროფესორს.


image

ჩანს, სააბაზანოში არსებული ფანჯარა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებდა, რომელთაგან მთავარი იყო სინათლის ეკონომია. ელექტროენერგია სახლებში მხოლოდXIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გაჩნდა. თუ სახლის მაცხოვრებლებს სააბაზანოში ერთი წუთით, ხელების გადასაბანად შესვლა დასჭირდებოდათ, ამისათვის სანთლის ან ლამფის ანთება ძალიან მოუხერხებელი იყო. სარკმელი კი მცირე, თუმცა საკმაო განათების საშუალებას იძლეოდა.


image


ამგვარი ფანჯრები ჰაერის ვენტილაციასაც უზრუნველყოფდა. შესაძლებელი იყო მათი გაღება ოთახის სწრაფად განიავებისა და ზედმეტი ტენის მოსაშორებლად. ამას გარდა, ფანჯარა საშუალებას იძლეოდა თვალყური ედევნებინათ ტუალეტსა თუ სააბაზანოში შესული ბავშვისთვის, ან იმ შემთხვევაში თუ შიგ შესული ადამიანი ცუდად გახდებოდა, დახმარება აღმოეჩინათ.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. შეამოწმეთ დენის მრიცხველი ჩვენებას ხომ არ აორმაგებს - ეს ძალიან მარტივია!

image


2. რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები!

image


3. როგორ ავიცილოთ თავიდან მილებზე წყლის წვეთების წარმოქმნა - ეს უნდა იცოდეთ!

image


4. შეცდომა სსრკ-ს გერბზე, რომელიც 14 წლის მანძილზე ვერავინ შენიშნა! -დაუჯერებელია!

image


5. ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - გაითვალისწინეთ!

image


უფრო მეტი საინტერესო სტატია იხილეთ ბმულზე.









0
3555
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0