x
მეტი
  • 23.08.2017
  • სტატია:68593
  • ვიდეო:321031
  • სურათი:421576
პაკისტანელი გოგონას ბრილიანტის ცრემლები (+ ვიდეო)

image


პაკისტანში გოგონა ცხოვრობს, რომელიც თავისი ცრემლების წყალობით, მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი. მას დაბადებიდან, უმ ხახვთან პირველ ნაცნობობამდე, არასდროს უტირია: ძალიან მხიარული ბავშვი იყო და არც გარემო, რომელშიც იზრდებოდა, აძლევდა ტირილის მიზეზს. ხოლო ერთხელ, როდესაც დედასთან ერთად სამზარეულოში იყო, დაჭრილი ხახვის გამო, ცრემლი წამოუვიდა და მისი მშობლები გაოცებისგან ადგილზე გაშეშდნენ: გოგონას თვალიდან თხევადი წვეთები კი არა, მყარი, გრანურილებური კრისტალები სცვიოდა. მშობლებს ყურადღების მიქცევის და ბავშვის ირგვლივ, არასასურველი გარემოს შექმნის შეეშინდათ და გადაწყვიტეს, რომ არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.
მშობლები წლების მანძილზე დუმდნენ. პროფესიით იუვილირმა მამამ, შვილის ცრემლები შეისწავლა და როგორც აღმოჩნდა, ცრემლი საკმაოდ მყარი, ადვილად დასამუშავებელი და სრულიად გამჭვირვალე იყო. ამასთან, მზეზე ალმასზე უფრო ძლიერ ბრწყინავდა... და შვილის ცრემლებით სამკაულების გაკეთება დაიწყო... ბეჭდები, სამაჯურები და სხვა აქსესუარები, ისე იყიდებოდა, როგორც ცხელი ღვეზელი. ხოლო მამა ყველანაირად ცდილობდა, «ნახევრადძვირფასი» ქვის საიდუმლო არავის გაეგო. ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ცრემლი ცნობისმოყვარე ადამიანის ხელში არ მოხვდა. ამ უკანასკნელმა კი გაარკვია, რომ «ბრილიანტი», არც თუ ისე დიდი ხნის, ორგანული წარმოშობის კრისტალი იყო.
ამ ფენომენალური შემთხვევის შესახებ მეცნიერებმა გაიგეს, მაგრამ ვერაფრით გაარკვიეს ცრემლების წარმოქმნის «მექანიზმი».

გოგონა ამბობს, რომ მას ცრემლები არ უშლის და მხოლოდ თვალიდან გამოსვლის შემდეგ მყარდება. ის არ ეწებება არც წამწამებს და არც კანს. ტირილით კი მხოლოდ მაშინ ტირის, როდესაც ახლოს დაჭრილი ხახვია.

image


image
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* CIA-ს ცნობით, უცხოპლანეტელებმა 23 ჯარისკაცი მოკლეს

* წერილები საიქიოდან

* ბრაზილიაში ციხის კამერამ მოჩვენება დააფიქსირა

* გოგონა-გველი

* ფილიპინებზე უცნაური თევზი დაიჭირეს

* პერუში უცხოპლანეტელის ქანდაკება დადგეს

2
312
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
312
  
19 აპრილი, 19:46
უფრო ორმაგი სასწაული :) მამამის როგორ გამოადგა მისი ცრემლები? დამთხვევაც ასეთი უნდა.
19 აპრილი, 16:39
რა სასწაულია !
0 1 2