x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მილიონი სახლი ევროპაში წყალქვეშ აღმოჩნდება

მილიონობით ევროპელი უბინაოდ დარჩება ძლიერი წყალდიდობის შედეგად. თუ ადრე ასეთი წყალდიდობები 100 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა გლობალური დათბობით გამოწვეული ზღვის დონის აწევის გამო, ბუნებრივი კატასტროფები ყოველწლიურად შეიძლება მოხდეს. გვარწმუნებენ ავტორები გამოკვლევისა რომელიც ჟურნალ "Earth’s Future"–ში გამოქვეყნდა.image ევროპის გაერთიანებული გამოკვლევების ცენტრის მეცნიერების გამოთვლებით, ჩრდილოეთის ზღვის დონე ახლანდელთან შედარებით 1 მეტრით აიწევს. ასევე მოსალოდნელია ბალტიის ზღვის დონის მნიშვნელოვანი მატებაც. ირლანდიის და ბრიტანეთის ატლანტიდის სანაპიროც წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება, მაშინ როცა ევროპის სამხრეთში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებია მოსალოდნელი.

სხვა გამოკვლევით, რომელიც ჟურნალ "Geophysical Research Letters"–ში დაიბეჭდა, დგინდება, რომ გაძლიერდება მოქცევის ტალღების ძალა. კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ 2100 წლისათვის სამხრეთ ნახევარსფეროში ტალღები ახლანდელთან შედარებით 30% ით მოიმატებს.

დოქტორ ლორენცო მონტასკის სიტყვებით, ეს დიდ გავლენას მოახდენს სანაპიროზე, ეროზიის ტემპი საგრძნობლად მოიმატებს.

ექსპერტების პროგნოზით, სათბურის გაზების ზრდა ატმოსფეროში იწვევს სითბური ენერგიის გაზრდას, რაც გააძლიერებს ქარიშხლებს. თბილი ჰაერი იწვევს აგრეთვე ტენიანობის მომატებას, ამის გამო გაიზრდება ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების რიცხვიც.

0
231
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0