x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვთან ახლოს ქართველმა ექიმმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მოხუცი პენსიონერი სიკვდილისგან იხსნა

image


მოსკოვის სიახლოვეს მიტიშჩახში ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი ექიმი-გინეკოლოგი ნანა ადამაძე. თვითონ მატარებელის ქვეშ მოჰყვა და საკუთარი სიცოცხლის ფასად სმენადაქვეითებული მოხუცი სიკვდილს გადაარჩინა, რომელსაც არ ესმოდა მატარებელის მოახლოება. ნანა ადამაძე რელსებისკენ გაიქცა, ქალს ხელი ჰკრა, მაგრამ თვითონ დაიღუპა.


როგორც Московский Комсомолец-ის იუწყება, ტრაგედია 9 მარტს დატრიალდა, მაგრამ 68 წლის ქალის გმირობის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი მისი ახლობლებისთვის, კოლეგებისთის და ნათესავებისთვის.


ტრაგედიის მოწმეები ყვებიან, რომ რკინიგზის სადგურ “პერლოვკაზე” მოხუცი რელსებზე გადადიოდა და ვერ შეამჩნია, რომ მატარებელი დაიძრა, მას არ ესმოდა არც ხალხის ყვირილი და არც მატარებლის სიგნალის ხმა.როგორც მოგვიანებით გაირკვა მოხუცი სრულიად ყრუ აღმოჩნდა. თვითმხილველების თქმით, ექიმი მატარებელმა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თითქმის შუაზე გადაჭრა. მოხუცს კი, რომელსაც ექიმმა სიცოცხლე შესწირა, გზა განაგრძო და როგორც ჩანს არც არაფერი გაუგია.



მიტიშინსკის სამედიცინო ცენტრში სადაც ადამაძე მუშაობდა კოლეგები აცხადებენ, რომ იგი ყველას უყვარდა:


"ნანა შოთას ასული იყო არაჩვეულებრივი, მაღალპროფესიონალური სპეციალისტი, ყავდა ათასობით მადლიერი პაციენტი. მას აფასებდნენ არა მარტო გამოცდილებისა და ცოდნის გამო.არამედ სიკეთის, დელიკატურობის, ოპტიმიზმისა და სიცოცხლისმოყვარეობის გამოც, არასდროს რჩებოდა გულგრილი სხვისი პრობლემების მიმართ და ყოველთვის მზად იყო დახმარება გაეწია მათთვის. მან ექიმად 40 წელზე მეტი იმუშავა, ნანა შოთას ასული საქართველოში დაიბადა, სოხუმში, დაამთავრა იაროსლავის სამედიცინო ინსტიტუტი”.


ოლგა ალექსეევა, ნანა ადამაძეს ყოფილი პაციენტი ცრემლებს ვერ იკავებს:"ფეხმძიმობის დროს პრობლემები მქონდა, ნანა შოთას ასული ჩემთან ყოველთვის ალერსიანი იყო, მამშვიდებდა, არასდროს ღეზიანდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისტერიკები მემართებოდა.მისი ძალისხმევით მე ჯანმრთელი ბიჭუნა მეყოლა, მეც კარგად ვარ და საერთოდ იგი მთელი ცხოვრება სხვებს ეხმარებოდა და ასევე სხვისი სიცოცხლის გადარჩენის დროს დაიღუპა...."

0
99
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0