x
მეტი
  • 26.05.2017
  • სტატია:66557
  • ვიდეო:319204
  • სურათი:418285
IV სამყაროს ქვეყნები

image
III სამყაროს ქვეყნების შესახებ ბევრჯერ გვსმენია და წაგვიკითხავს. ამ ქვეყნებს ხშირად განვითარებად ქვეყნებადაც მოიხსენიებენ. რაც იმას გულისხმობს, რომ იქ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ სტაბილური არ არის და რომ ამ ქვეყნების მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. მაგ., ტელევიზიით აჩვენეს ერთი მრავალშვილიანი ოჯახი, ინდოეთში, რომელიც 5 მ. კვ. ოთახში ცხოვრობს. და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა მილიარდს აღემატება. ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფიქრობ რომ ამაზე უარესი რაღა უნდა იყოსო. მაგრამ, ეს ასე არ არის...

მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე 193 ქვეყანა არის და მათი «სამყაროებად» დაყოფა ცივი ომის დროს, გასული საუკუნის 50-იან წლებში მოხდა. გამოიყო III სამყარო:


image

I. სამყარო – კაპიტალისტური ქვეყნები;

II. სამყარო – სსრკ და კომუნისტურ ბლოკში შემავალი ქვეყნები;

III. სამყარო – ქვეყნები, რომლებიც არც ერთ ბლოკში არ იყო გაერთიანებული და როგორც უკვე აღნიშნული იყო, დაბალი იყო მათი განვითარების სოციალურ-ეკონომიკური დონე. უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ამ ჯგუფის ზოგიერთმა ქვეყანამ, ეკონომიკური მაჩვენებლებით, საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებს გადაასწრო.

IV. სამყარო – დღეს III სამყაროს ქვეყნებს გამოეყო უღარიბესი ქვეყნების ჯგუფი, რომლებშიც პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ გაუგებარია, საერთოდ როგორ ახერხებენ ადამიანები ასეთ ქვეყნებში ცხოვრებას კი არა, არსებობას.


image

მოცემულ მომენტში, IV სამყაროს ჯგუფში შემდეგი ქვეყნები ერთიანდებიან:


აზია


ავღანეთიimage

ბანგლადეში

ბუტანი
აღმოსავლეთი ტიმორი
იემენი
კამბოჯა
მიანმარი
ნეპალი


აფრიკა


ბენინი
ბურკინა-ფასო
ბურუნდი
გვინეა
გვინეა-ბისაუ
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ჯიბუტი
ზამბია
კომორის არქიპელაგი
ლესოთო
მავრიტანია
მადაგასკარი
მალავიimage
მალი

მოზამბიკი

ნიგერი
რუანდა
სან-ტომე და პრინსიპი
სომალი
სუდანი
ტანზანია
ტოგო
უგანდაimage
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ჩადი
ერიტრეა
ეთიოპია
სამხრეთი სუდანი


ოკეანეთი


ვანუატუ
კირიბატი
სამოა
სოლომონის კუნძულები
ტუვალუ


ჩრდილოეთი ამერიკა


ჰაიტი

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


გაიცანით მსოფლიო რუკებით

15 უჩვეულო რუკა – გაიცანით მსოფლიო ინფოგრაფიკით

ოჯახის ერთი კვირის რაციონი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ადამიანის დღიური რაციონი და მიღებული კალორიების რაოდენიბა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

50 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომელიც ყოველ 5 წამში ხდება

0
569
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
569
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0