x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ აქვთ მამაკაცებს დვრილები?

ეს შეკითხვა შეიძლება სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ორგანიზმში ყველა ორგანო საჭიროა. დვრილები არ არის რუდიმენტები (ფუნქცია დაკარგული ორგანო), რადგან მამაკაცის დვრილებს არასოდეს არანაირი ფუნქცია არა ჰქონია და აქ ისმის კითხვა: მაინც რატომ აქვთ მამაკაცებს დვრილები?


image


საქმე იმაშია, რომ ჩანასახის განვითარების ადრეულ სტადიაზე, მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანები, ერთნაირად ვითარდებიან. დაახლოებით, პირველი 14 კვირის მანძილზე, ყველა ჩანასახის ჩამოყალიბება მდედრობითი ხაზით მიდის. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჩანასახში იწყება ჰორმონების გამომუშავება. ბავშვის მამა, მას X ან Y ქრომოსომს გადასცემს. სწორედ ამ ქრომოსომების ზეგავლენით ყალიბდება ადამიანის სქესი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მომავალი მამაკაცის ჩანასახში, ჰორმონი ანდროსტერონი იწყებს მოქმედებას და ძლიერი სქესისთვის დამახასიათებელი ორგანოების განვითარება ხდება. სწორედ ამ პერტურბაციის (უეცარი ცვლილება) შედეგად, მამაკაცებს დვრილები და მასთან ერთად, მკერდის ცოტაოდენი ქსოვილიც რჩებათ. მამაკაცს, შეიძლება, მკერდის სიმსივნეც კი განუვითარდეს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

საინტერესო ფაქტები ქალის მკერდის შესახებ

უჩვეულო და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ

25 უჩვეულო ფაქტი თვალების შესახებ

25 უჩვეულო ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ

20 რამ, რაც არ იცით საკუთარი სხეულის შესახებ

10 ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც მითი აღმოჩნდა

0
378
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0