x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეს პროექტი თუ მიიღეს, ამერიკული არმია საჭიროებისას საარტილერიო ნაღმით მიაწვდის საბრძოლო მასალას ქვედანაყოფებს

image ამერიკული არმიის ქვეითებმა შესაბამის სტრუქტურას შესთავაზეს გაეკეთებინათ ორგანიზება შემდეგი სახის პროექტისათვის–საჭიროებისას სამხედროებს საბრძოლო მასალას მიაწვდიან სპეციალური საარტილერიო ნაღმების დახმარებით ანუ "ნაღმი–კურიერებით"–იუწყება "Popular Mechanics".
სამხედრო სამეცნიერო კვლევითმა ორგანიზაციამ "Picatinny Arsenal" წარმოადგინა ნაღმი–"ARP (Ammunition Resupply Projectile)", რომლის განსაკუთრებულობა შემდეგშია: მას გააჩნია მცირე ზომის პარაშუტი, რომელიც დამაგრებულია ნაღმის ძირზე. საჭირო სიმაღლეზე პარაშუტი იხსნება და ნაღმი ნელა ეშვება მითითებულ ადგილზე.
ნაღმზე დაყენებულია "GPS"–ს სისტემა, რომელიც ეხმარება "ნაღმ–კურიერს" ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიიტანოს დიდი სიზუსტით (მითითებული ადგილიდან არა უმეტეს 10 მეტრის დაშორებით). ტესტირებისას დამტკიცდა, რომ აღნიშნულ "ნაღმ–კურიერს" შეუძლია გადაიტანოს ერთ ჯერზე 150 ცალი 5, 56მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნები, ტვირთი თავსდება უშუალოდ "ნაღმ–კურიერში".
აღნიშნული გამოგონება მისი წარმოებაში ჩაშვების შემდეგ სავარაუდოდ გამოყენებულ იქნება ალყაში მოხვედრილი ოპერატიული ქვედანაყოფების მოსამარაგებლად.
პ.ს
ჩემი აზრით კარგი იდეაა, მაგრამ უღირს კი შეერთებულ შტატებს ამხელა ხარჯის გაწევა 150 ვაზნის მისაწოდებლად!!!

0
147
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0