x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მან ბოსელი საუკეთესო ოფისად გადააქცია!

ადამიანის შთაგონებას და ხელოვნურ ძალას საზღვარი ნამდვილად არ გააჩნია. დღევადელ სტატიაში ამის ზუსტ მაგალითს კიდევ ერთხელ მოგიყვანთ.


ენტონიმ აშშ-ს ერთ-ერთ შტატში შეიძინა ფართო მიწის ნაკვეთი, სადაც აშენებული იყო ასევე ბოსელი. მან ხანგრძლივი შრომის შედეგად ბოსლის ოფისად გადაქცევა მოახერხა, თუმცა ეს პროცესი არცისე ადვილი გამოდგა.


image



ენტონიმ პირველ რიგში რამოდენიმე მეგობართან სანიძლაო დადო, იმის შესახებ, რომ ის ამ ბოსელს 2 კვირაში შტატის ერთ-ერთ საუკეთესო ოფისად გადააქცევდა. ნიძლავის თანახმად, თუ ენტონი წააგებდა, მიწის ნაკვეთი სხვა მეგობრისთვის უნდა მიეყიდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ენტონის მეგობრები მის ოფისში დაიწყებდნენ მუშაობას.


image



ენტონიმ პირველ დღეს ოფისის ნახაზები შექმნა. დამოუკიდებლად მუშაობა მისთვის რათქმაუნდა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა საკუთარ თავში ძალიან იყო დარწმუნებული. მეორე დღეს მან დაიწყო ბოსლის გადაკეთება. ცოტა დანგრევა, მიშენება და პირველი 4 დღე უდიდესი სირთულით გრძელდებოდა. ამ 4 დღის განმავლობაში მან მხოლოდ 10 საათით დახუჭა თვალები.


image



ასე გამოიყურებოდა ენტონის ოფისად გადაკეთებული ბოსელი 7 დღის შემდეგ...

image




დარჩენილ 7 დღეში მან მოახერხა, წყლის, გაზის და დენის შეყვანა ოფისში. გარდა ამისა ვიზუალურად მთლიანად შეცვალა ბოსელი და იატაკის გამოცვლაც მოახერხა. ეს ყველაფერი დიდ სასწაულთან და ადამიანის საშინელ მონდომებასთანაა გათანაბრებული.


imageimageimageimageimageimage


14 დღის შემდეგ, მეგობრებმა ნახეს რა, ენტონის ნამუშევარი და ისინი აღტაცებულნი დარჩნენ. რათქმაუნდა ენტონიმ ვერ მოახერხა დამოუკიდებლად ოფისის დასრულება 14 დღეში, მაგრამ მისი შრომა ნამდვილად დასაფასებელი იყო. მეგობრებმა სანიძლაოს საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტეს ენტონის დახმარება და 6 დღის შემდეგ, მთლიანობაში 20 დღეში, ბოსელი შტატის ერთ-ერთ საუკეთესო ოფისად გადაქციეს.


image





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



თქვენთვის საინტერესო:


1. ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცებს ეძებენ...აქ მამაკაცების დეფიციტია!

2. ცივილიზაციისგან შორს... ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში!

3. კურკუმა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

4. ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ!

5. 3 ყველაზე შოკისმომგვრელი სექსუალური ტრადიცია ჩვენს პლანეტაზე!

6. 8 საოცარი რეკორდი, სქესობრივი კავშირის შესახებ, რომელიც "პირდაღებულს" დაგტოვებთ!

7. მსოფლიოს ყველაზე გარყვნილი 6 საქორწილო ტრადიცია!

8. ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

9. ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

10. ინციდენტი საავადმყოფოში - სტატია, რომელიც ყველამ აუცილებლად უნდა წაიკითხოს!





0
379
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0