x
მეტი
  • 22.11.2017
  • სტატია:71177
  • ვიდეო:324236
  • სურათი:426269
ფოტოგრაფების უკანასკნელი ფოტოები

1)ბილ ბიგარტი-დაიღუპა 2011 წლის 11 სექტემბერს, როდესაც გაიგო, რომ თვითმფრინავი შეეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს, სახლიდან გამოვიდა სამი ფოტოაპარატით ხელში.მისი გვამი და ფოტოაპარატი ოთხი დღის შემდეგ იპოვეს ნანგრევებში.


image

image


2)პოლ შუტცერი-ჟურნალ LIFE-ის ფოტოკორესპონდენტი, დაიღუპა 1967 წლის 5 ივნისს ისრაელის 6 დღიანი ომის დროს.შუტცერმა სასიკვდილო ჭრილობა სატვირთოში მიიღო.როდესაცისრაელის ჯარისკაცებთან ერთად გადაადგილდებოდა.

image


image



3)იზუმი ნოგუჩი-იაპონელი ფოტოგრაფი, დაიღუპა 2014 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ფოტოებზე აფიქსირებდა ვულკან ონტაკეს ამოფრქვევას.ნოგუჩიმ სხვებთან ერთად უახლოეს ბანაკს შეაფარა თავი, მაგრამ ბანაკი ვულკანის გავარვარებულმა ფერფლმა და გაზმა დაფარა.დადნა ფოტოკამერა, მაგრამ მეხსიერების ბარათი გადარჩა.


image


image

4)დიატლოვის ტურისტული ჯგუფის დაღუპვა-1959 წლის 1-2 თებერვალი, საბჭოთა კავშირი.

ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოსული ტრაგედია, ურალის პოლიტექენიკური ინსტიტუტის სტუდენტების დაღუპვის მიზეზი დღემდე დაუდგენელია. არსებობს მრავალი ვერსია:ზვავით დაწყებული, უცნობი მისტიური არსებების თავდასხმით და საიდუმლო იარაღის გამოცდით დამთავრებული.ადგილზე ნაპოვნ ფოტოაპარატ «Зоркий»-ს ერთ-ერთ კადრში ჩანს სიბნელეში მოძრავი მანათობელი რგოლები.

image

image



5)ცოლ-ქმარი კრილები-დაიღუპნენ 2004 წლის 26 დეკემბერს ტაილანდში.კანადელი ცოლ-ქმარი საშობაოდ კურორტ კაო ლაკზე ისვენებდა, დილით ისინი პლაჟზე გამოვიდნენ და ჰორიზონტზე დიდი ტალღების გადაღება დაიწყეს....ეს იყო ინდოეთის ოკეანეში მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამი, რომელიც სანაპიროსკენ მოემართებოდა...

ციფრული ფოტოაპარატი ერთი თვის შემდეგ იპოვა მისიონერმა კრისტიან პილეტმა და მოგვიანებით მეხსიერების ბარათი დაღუპული ცოლ-ქმრის შვილებს, ჯონის და ჯეკის კანადაში გადაუგზავნა.

image


6)მიტიო ჰოსინო-დაიღუპა 1996 წლის 8 აგვისტოს რუსეთში.იაპონელი ნატურ-ფოტოგრაფი და დათვების შესანიშნავი სპეციალისტი, რომელიც დათვმა მოკლა, როდესაც კარავში იმყოფებოდა.


თუმცა ფოტო, რომელიც პირველად 2009 წელს გამოქვეყნდა და ქვემოთ არის წარმოდგენილი ფეიკი გამოდგა.ფოტოგრაფს დათვი ღამით დაესხა თავს და თან განა კარვის შესასვლელიდან, არამედ გაგლიჯა კარვის ქსოვილი და ისე გამოათრია ფოტოგრაფი.

image


image




იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
187
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0