x
კანონგარეშე
რუსულმა სპეცსამსახურებმა აღკვეთეს 8 მარტისათვის მოსკოვში "ისლამური ხალიფატის" მიერ დაგეგმილი ტერაქტი

image რუსულმა სპეცსამსახურებმა მოსკოვში აღკვეთეს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური ხალიფატის" მიერ ქალთა საერთაშორისო დღეს დაგეგმილი ტერაქტი–იუწყება გაზეთი–"Известия".
მასმედიის მონაცემებით, ტერორისტებიდან ერთერთი 23 წლის ტაჯიკეთის მოქალაქეა იზატილო მ.–მას უნდა აეფეთქებინა თავი დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ რომელიმე ხალხმრავალ ღონისძიებაზე მოსკოვში, "კამიკაძე" ახალგაზრდა საჭირო ასაფეთქებელ საშუალებას მიიღებდა ადგილზე ჩასვლისთანავე ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ადამიანების ხელიდან, რუსულმა სპეცსამსახურებმა ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს ერთერთი ასეთი მხარდამჭერი და სწორედ მისი მეშვეობით გავიდა "კამიკაძეზე" სპეცსამსახური.
23 წლის ტერორისტი დედაქალაქის აეროპორტშივე იქნა დაკავებული ჩამოსვლისთანავე. ტაჯიკი ახალგაზრდა მოსკოვში სტამბოლიდან ჩამოფრინდა.
დაკითხვისას ტერორისტმა აღიარა, რომ აპირებდა თავის აფეთქებას მოსკოვში.
დაკითხვის მერე რუსულმა სპეცსამსახურებმა აღნიშნული პირი ტაჯიკეთის სპეცსამსახურებს გადასცეს.










0
83
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
83
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0