x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თურქეთი სწავლობს რუსეთისაგან "С-400"–ის შეძენის შესაძლებლობებს

image სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პროცესში როგორც ცნობილია თურქეთი აქტიურად ჩაერთო და როცა რუსულმა ბომბდამშენმა დაარღვია თურქეთის ტერიტორია– თურქულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო, რამაც ძალზე დაძაბა ურთიერთობა რუსეთ–თურქეთს შორის, რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ყველა ტურ–ოპერატორის მუშაობა შეაჩერა, მოსკოვში თურქეთის ელჩს საპროტესტო ნოტაც წარუდგინეს და მაშინ, როცა ყველა ელოდა ვითარების ესკალაციას დიპლომატიურ "ფრონტზე", სრულიად მოულოდნელად თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთს მომხდარის გამო მოუბოდიშა და რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება სავალალო გაუგებრობად "მონათლა".
აღნიშნული მობოდიშების შედეგად დაძაბული ვითარება საკმაოდ სწრაფად განიმუხტა და ორი ქვეყნის დამოკიდებულება საკმაოზე მეტად დათბა, რამაც "ნატოს" წევრებს შორის კითხვებიც გააჩინა.
მიუხედავად ამისა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობამაც კი ვერ გააფუჭა, მეტიც რუსული ავიაციის მიერ სირიაში თურქული სამხედროების დაბომბვამაც კი ვერ იმოქმედა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.
პუტინისა და რეჯებ ტაიპ ერდოღანის შეხვედრისას მოსკოვში, ერდოღანმა სურვილი გამოთქვა რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსის "С-400"–ის შეძენაზე რუსეთში. როგორც წერს გაზეთი "Известия", ეს ფაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შოიგუმ დაადასტურა.
გამომცემლობა აღნიშნავს, რომ თურქეთი "უმიზნებს" კონტრაქტს "С-400"–ის შესაძენად.
ამჟამად ანკარა აზუსტებს აღნიშნული კომპლექსის კომპლექტაციის საკითხებს, თუ როგორი კომპლექტაციით მიაწოდებს რუსეთი თურქეთს.
როგორც კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: "რუსული მხარე არაა წინააღმდეგი სამხედრო სფეროში ითანამშრომლოს თურქულ მხარესთან. თუ მოხდება შეთანხმება და მოხდება კონტრაქტის გაფორმება, რუსული მხარე შეუდგება შეკვეთაზე მუშაობას".
image

0
85
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0