x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
აქტივირებული ნახშირით წონაში კლების მეთოდები!
image აქტივირებული ნახშირი წონაში კლებას რომ უწყობს ხელს, ეს ბევრმა
თქვენგანმა იცის. თუმცა, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც წონაში კლებას
უფრო ეფექტურს ხდის. აქტივირებული ნახშირი ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში როგორც შხამსაწინააღმდეგო უნივერსალური საშუალება. იგი წმენს ორგანიზმს ტოქსინებისგან. წონის დასაკლებად მისი გამოყენების რამდენიმე ხერხი არსებობს:


I ხერხი: დიეტა გრძელდება სამი კვირის განმავლობაში. ჭამთ დღეში 3-ჯერ და თითოეული კვების დროს, დილით, შუადღისას და საღამოს, აყოლებთ ნახშირს. აბების რაოდენობა თქვენი წონის მიხედვით განისაზღვრება. ყოველ ათ კილოგრამზე, ერთ აბ ნახშირს სვამთ. ყოველი შვიდი დღის შემდეგ, აუცილებლად შეისვენეთ. დაკარგული წონის რაოდენობა შეადგენს ექვს კილოგრამს.



image


II ხერხი: ამ მეთოდის მიხედვით უნდა შეადგინოთ გრაფიკი. პირველ დღეს, უზმოზე, ათი აბი აქტივირებული ნახშირი დალიეთ. ყოველ მომდევნო დღეს, 2 აბი დაამატეთ. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ 30 აბზე არ ახვალთ. ასე უფრო სწრაფად დაიკლებთ წონაში;



III ხერხი: ეს ყველაზე მარტივი მეთოდია. ყოველი საუზმის დროს, დალიეთ შვიდი აბი ნახშირი. ამ შემთხვევაში, სხეულის წონას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.




image




აქტივირებული ნახშირის აბების მიღება ხდება ჭიქა წყლის დაყოლებით. სასურველია, საკვები, მისი დალევიდან 20 წუთის შემდეგ მიირთვათ. ნახშირის დიეტის დაწყების პირველ დღეებში, ხილი და კენკრა მიირთვით. მთელი დიეტის განმავლობაში, შეგიძლიათ მიირთვათ: მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის სასმელები, უცხიმო
ყველი, ხილისა და კენკრის წვენი, ყავისფერი პური, ბოსტნეული და ხილი. შეზღუდეთ: მარილი, ცხოველური ცხიმები, ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები და ცხიმოვანი ხორცის კერძები. ყოველ დღე რეკომენდებულია, ორ ლიტრამდე სუფთა წყლის მიღება. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ თუ გსურთ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, ამ დიეტას რეგულარულად უნდა მიმართოთ.




აქტივირებული ნახშირის დიეტა არ არის რეკომენდირებული:


თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები;

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

თუ პარალელურად იღებთ სხვა მედიკამენტებს.













იხილეთ აგრეთვე:

10 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ და არ გასუქდებით!


ყველაზე მარტივი დიეტა მსოფლიოში !


დალიეთ მხოლოდ 2 ჭიქა ეს სითხე და მუცლის ცხიმს დაემშვიდობეთ!


10 ჩვევა, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის დაშლასა და მეტაბოლიზმს!

0
8008
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
8008
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0