x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
დედა წელიწადნახევარი მალავდა შვილის მკვლელობას
imageამაზრზენი და ცინიკური იყო საკუთარი ხელით მოკლული დედის მიერ "ფეისბუქზე" განთავსებული შვილის ფოტოები თუნდაც ასეთი მინაწერით " დედას სიყვარული".


14 მარტს დიმიტროვოს(მოსკოვის შემოგარენი) რაიონულმა სასამართლომ 31 წლის მარია ანტიპოვა(შენიშვნა სახელი და გვარი შეცვლილია)წინასწარი გამოძიების საკანში მოათავსა, მიუხედავად მისი ცრემლებისა და ისიც, რომ სამი წლის გოგონა დედის გარეშე რჩებოდა.


გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, 2015 წელს ახალგაზრდა ქალმა მოკლა საკუთარი შვილი ანტონი, რომელიც იმ დროს 5 წლის იყო.ქალმა იმდენი ურტყა ფეხებით და ხელებით ბავშვს მთლიან სხეულზე სანამ ბიჭუნა არ გარდაიცვალა.შემდეგ დედამ გვამი ზეწარში გაახვია და იქვე სახლთან ახლოს, საკუთარ ეზოში დამარხა.


წელიწადნახევრის განმავლობაში ქალი ბანალურად ატყუებდა ნათესავებს, მეზობლებს თუ საყვარელს, რომ ბავშვი ნათესავებთან არის გაგზავნილი ყოფილი ქმრის ბებია-ბაბუასთან.



პირველი ქმრის შემდეგ, (ყოველ შემთხვევაში თვითონ უწოდებს ასე, თორემ ბიჭუნას დაბადების მოწმობაში გრაფაში "მამა" ტირე წერია)

გაიცნო სხვა მამაკაცი მეზობელი რესპუბლიკიდან, რომელთანაც გაუჩნდა გოგონა, რომელიც ამჟამად სამი წლისაა.ამის შემდეგ ნათესავებთან მარიას კონფლიქტი მოუხდა, ქალმა შვილებთან ერთად მიატოვა დიმიტროვო და აგარაკზე დაიწყო ცხოვრება, არც ძმასთან და არც დედასთან კონტაქტი აღარ ჰქონდა.


ყველაფერი რამდენიმე დღის წინ გაირკვა, როდესაც პოლიციას მარიას ძმამ და მისმა მეუღლემ მიაკითხა, როგორც გაირკვა ბიძამ ბიჭუნა წელიწადნახევრის წინ მოიკითხა, თუ სადაა ანტონი, დედამ გულგრილად უპასუხა:აქ სადმე ეზოში სეირნობსო.

წელიწადნახევრის შემდეგ ძმამ მეღლესთან ერთად კიდევ ერთხელ მოიკითხა ბიჭუნა, პასუხი იგივე მიიღო:ეზოში თამაშობს...მაგრამ ძმის დაჟინებული კითხვების შემდეგ საკმაოდ მშვიდად უპასუხა:მოვკალი, ცელქობდა და...აქვე ეზოში დავმარხე, გინდა გაჩვენო?

image

ანტიპოვას 20 წლიანი პატიმრობა ელოდება, მისი სამი წლის ქალიშვილი ამჟამად საავადმყოფოშია, თუ ვინ გახდება ბავშვის მეურვე შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ.



იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

1
681
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
681
  
2017, 15 მარტი, 16:08
დახვრეტის მუხლი აუცილებლად უნდა იყოს...
0 1 1