x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აკრიფეთ ეს კომბინაციები და გაიგეთ ისმინება თუ არა თქვენი ტელეფონი
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ჰაკერებისა" და სხვა მსურველებისთვის სრულიად ხელმისაწვდომი იქნება თქვენი პირადი ინფორმაციები თქვენივე სმარტფონიდან. ბევრმა თქვენგანმა არ იცის, თუ როგორ გაიგოს ისმინება თუ არა თქვენი ტელეფონი, გზავნილები და სად ხდება ზარების ავტომატური გადამისამართება, როდესაც აბონენტი დაკავებული გაქვთ. ყველა ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხებს სწორედ ამ სტატიიდან მიიღებთ.


image




image● ამ კომბინაციის მეშვეობით *#21# შეძლებთ გარკვევას ზარების, გზავნილების და სხვათა გადამისამართების ფუნქცია გაქვთ თუ არა ჩართული. ეკრანზე გამოირკვევა ნომერი ან სტატუსი იმ მიმღებისა, სადაც ხდება თქვენი მონაცემთა გადამისამართება. გადამისამართების ამ ხერხს ძირითადად ეჭვიანი ქმრები ან მშობლები მიმართავენ, რათა ადვილად აკონტროლონ ცოლები თუ შვილები. მაგრამ ხშირად მსხვერპლი აღმოჩენილა უამრავი თქვენგანი, როდესაც სრულიად უცხოს წუთით ათხოვებთ ტელეფონს დასარეკათ, ამით მათთან ხდება თქვენი ინფორმაციების გადამისამართება და შედეგად აქვთ უკვე წვდომა თქვენი საცხოვრებელი ადგილის, ჩვევების, მეგობრების, დღის გეგმების და ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსური მსხვერპლიც კი შეუძლიათ გაგხადონ.





image


● ამ კომბინაციის მეშვეობით *#62# შეძლებთ გაიგოთ სად ხდება თქვენი ზარების და გზავნილების (სმს) გადამისამართება მაშინ, როდესაც თქვენი აბონენტი დაკავებული გაქვთ. როგორც წესი, თქვენი მობილური ოპერატორის ხმოვანი ფოსტა უნდა იყოს ამ დროს ჩართული.





image

● ამ კომბინაციის მეშვეობით ##002# შეძლებთ გათიშოთ ყოველგვარი გადამისამართების ფუნქცია, ასევე ვერ შეძლებენ თქვენთან დარეკილი ზარის საფასური გადმოამისამართონ თქვენს ანგარიშზე.





image

● ამ კომბინაციის მეშვეობით *#06# შეძლებთ გაიგოთ IMEI (საერთაშორისო მობილური ტექნიკის იდენტიფიქატორი). ამის ცოდნის მეშვეობით შეძლებთ იპოვოთ ტელეფონი იმ შემთხვევაში, თუ ის მოგპარეს. ამ დროს მობილურ ოპერატორს ავტომატურად გადაეცემა ცნობა, რომ ტელეფონი ჩართულია, მიუხედავად იმისა ტელეფონში სხვა სიმ-ბარათი თუ ჩადეს.





იხილეთ აგრეთვე:


თუ თქვენი ტელეფონი მალე ჯდება, ამის ცოდნა არ გაწყენდათ

როგორ დამუხტოთ ტელეფონი, თუ დამტენი გაგიფუჭდათ? ეს ყველამ უნდა იცოდეს
წარმოუდგენელი ფუნქციები თქვენს ტელეფონში, რომელთაც აქამდე არ იყენებდით
იცოდით რისთვის არსებობს კლავიატურაზე ღილაკების ზედა მხარე?
საიდუმლო აპლიკაციები, რომლებიც თქვენს მობილურს აქვს და არ იცოდით
კლავიატურის ღილაკები, რომელთა გამოყენება აქამდე არ იცოდით
აღარ დატოვოთ iPhone ღამე დამტენზე! ამ ამბავმა ყველა შოკში მოიცვა
აი რატომ ჯდება თქვენი " სმარტფონები " ასე მალე
როდესაც Google–ს მოიხმართ, თქვენ გისმენენ. როგორ დავბლოკოთ ეს ფუნქცია?
ის მხოლოდ თქვენი მობილურის ეკრანზე უნდა დადოთ და ჯადოსნობა ნამდვილად გაგაოცებთ

3
5264
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5264
  
2017, 3 ოქტომბერი, 16:24
სიაფანდობაა.
მაგრამ ისედაც ვის რა ფეხებად აინტერესებთ.
2017, 15 მარტი, 23:22
:)))) ფბ–ზე დადე სტატუსად და ვინც იცის პმ–ში გამოგეხმაურებიან :))))
2017, 15 მარტი, 14:59
როგო ჩავრთო გადამისამართების მოსმენის ფუნქცია? :D
0 1 3