x
image
K.P.
ყოფილი მინისტრის, ხატია დეკანოიძის ვაჟი დააკავეს: "ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ"
image"ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და ყოფილი განათლების მინისტრის ხატია დეკანიძის ვაჟი დააკავეს. თორნიკე კოპალეიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო

დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.) როგორც ირკვევა თორნიკეს სწორედ დღეს შეუფარდა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება-წინასწარი პატიმრობა.

სოციალურ ქსელში ხატია წერს: "ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია! მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს!".

ხატიას მეგობრები და გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან მომხდარით. ისინი ეჭვობენ რომ საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწოებასთან გვაქვს.


image

მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო

დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით

გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,

ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო

თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა:

1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც

ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს,

ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის

ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება

ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.



5 ყველაზე უცნაური დანაშაული


ნანუკა ჟორჟოლიანს "iPhone+" სასამართლოთი ემუქრება


"ჯერ გავგუდე და ჩამოვკიდე ხეზეო... მრავალჯერ იყო გაუპტიურებული"–11 წლის ხარაგაულელ ბიჭის თავი არ მოუკლავს



0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0