x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ოლეგ ბასილაშვილი საგიჟეთს ესტუმრა
82 წლის მსახიობი დრამატურგ ვიქტორ მერეჟკოს ფილმში მთავარ როლს თამაშობს.

image


მისი გმირი ცნობილი მუსიკოსია, რომელიც საგიჟეთში ხვდება. მსახიობი ფსიქიატრიულ კლინიკას ესტუმრა იქაური ცხოვრების კარგად გასაცნობად.



image


"ბავშვობაში დედა მიყვებოდა: როცა ჩემზე მშობიარობდა, საავადმყოფოში ადგილი არ იყო და ერთადერთ თავისუფალ საწოლზე, გიჟების განყოფილებაში მოათავსეს"

მერეჟკოსთვის ეს მესამე ფილმია ბასილაშვილის მონაწილეობით. ისინი ტაგანროგში სუფრაზე მოხვდნენ და მსახიობმა სთხოვა სცენარი მისთვის დაეწერა." ჩემს გადაღებაზე თავს იკავებენ, ან მიცვალებული ვგონივარ ან ჰგონიათ რომ მალე მოვკვდები"


image "მეც შევპირდი – ამბობს მერეჟკო – და მართლაც მალე მოვიგონე სიუჟეტი მუსიკოს კეშას შესახებ. მას ცოლი გარდაეცვლება, შვილი კი ციხეში ზის. კეშა მარტო რჩება ძველ სახლში, რომელსაც თვალი ქალაქისთავმა დაადგა. ქონების ხელში ჩასაგდებად ქალაქისთავი მუსიკოსს ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტავს. მაგრამ საბოლოოდ მაინც სიმართლე იზეიმებს..."

imageქალაქისთავის როლს მსახიობი ევგენი კნიაეზევი ასრულებს.

image

image
ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

0
466
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0