x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში კურგანის ოლქში, საგზაო პოლიციამ გააჩერა მსუბუქი მანქანა, რომელსაც საბარგულით გადაჰქონდა საარტილერიო ჭურვები

image რუსეთში კურგანის ოლქის შჩუჩანსკის რაიონში პატრულირებისას საგზაო–საპატრულო სამსახურმა დააკავა მსუბუქი ავტომანქანა "ВАЗ 21074", რომლის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მძღოლ ქალბატონს ორ თანამგზავრ მამაკაცთან ერთად გადაჰქონდა საშიში ტვირთი, არც მეტი და არც ნაკლები მანქანის საბარგულში აღმოჩნდა– ფეთქებადსაშიში, სხვადასხვა კალიბრის 115 ცალი საარტილერიო ჭურვი.
მანქანის მძღოლის და მისი მგზავრების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის–სამართლის საქმე შემდეგი მუხლით: ფეთქებადსაშიში ნივთიერებების, უკანონოდ შეძენა–მოპოვება, შენახვა და გადატანა.
დაუყოვნებლივ იქნა გამოძახებული გამნაღმველების ჯგუფი, რომლებმაც უსაფრთხო ადგილზე გადატანისთანავე გაანადგურეს ჭურვები.
როგორც აღმოჩნდა ჭურვები კუსტარულად დამზადებული მეტალის საძებნით იქნა მოძებნილი და მიწიდან ამოღებული, გარკვეული ხანი ფეთქებადსაშიში ჭურვები ერთერთი ეჭვმიტანილის გარაჟში ინახებოდა, საბოლოოდ კი გადაწყვიტეს ჯართში ჩაებარებინათ და ჭურვები ჩატვირთეს აღნიშნული მანქანის საბარგულში, ჯართიმ მიმღები პუნქტის გზაზე კი მძიმედ დატვირთულმა მანქანამ მიიპყრო საგზაო–საპატრულო პოლიციის ყურადღება.
ამჟამად სამივე ეჭვმიტანილს ხელი მოაწერინეს ქალაქიდან გაუსვლელობაზე, მათ ემუქრებათ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
image






0
484
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0