x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
4 წლის გოგონამ ტაიგაში, თოვლში 8 კილომეტრი გაიარა დახმარების სათხოვნელად

ეს ისტორია მოხდა რუსეთის ტუვის რაიონში. მოშორებით მდებარე მწყემსების სადგომში. 4 წლის საგლანა სალჩაკი ბებიასთან და უსინათლო ბაბუასთან ცხოვრობს. დედამისი მამინაცვალთან ერთად ცხენებს მწყემსავს და იშვიათადაა სახლში.image 8 თებერვალს დილით გოგონამ გაიღვიძა და შენიშნა, რომ ბებია არ ინძრეოდა. გამოუვალი სიტუაცის შეიქმნა. გარე სამყაროსთან უსინათლო ბაბუას და პატარა გოგოს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. ბებიას გარეშე ისინი ვერ გადარჩებოდნენ. ბაბუამ გადაწყვიტა გოგონა 8 კილომეტრით დაშორებულ სადგომში გაეგავნა. დილის 6 საათზე, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა გოგონა სახლიდან გამოვიდა და მდინარის გაყოლებით დათოვლილ ბილიკს გაუყვა. ჯიბეში ასანთის კოლოფი ედო. გარეთ 34 გრადუსი ყინვა იყო.

პატარა საგლანამ გზა კარგად იცოდა, ბევრჯერ ბებიასთან ერთად იყო ნამყოფი შორეულ მეზობლებთან. ამ ადგილებში ბევრი მგელი იცის, თოვლი გოგონას მკერდამდე სწვდებოდა. 6 საათის შემდეგ გათოშილი და ძლივს მოძრავი გოგონა მეობელმა შემთხვევით შენიშნა. გოგონა კინაღამ ასცდა მეობლის სახლს, რადგან ხეების გამო ვერ შენიშნა და გვერდი აუარა. მეობლებმა მაშველებს და ექიმებს გამოუძახეს. საგლანა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მალე გამოკეთდა.

პირველ მარტს საგლანა 5 წლის გახდა, მას დაბადების დღე დედამ, ელეონორამ მიულოცა, რომელიც ამ დღისთვის ჩამოვიდა თავისი ბანაკიდან.

ადგილობრივი მთავრობა აპირებს საგლანა ჯილდოზე წარადგინოს, დედამისს კი დედობის უფლება ჩამოართვას.

0
310
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0