x
image
ნოდარ ხვედელიძე
როგორ მოქმედებს ზღაპარი ბავშვის ფსიქიკაზე

image

საშიში ეპიზოდების გამო ხშირად მშობლები ერიდებიან ბავშვებისათვის ზოგიერთი

ზღაპრის წაკითხვას, რადგანაც ბავშვის ფსიქიკა არ არის ჩამოყალიბებული და იგი

პატარაა მსგავსი აგრესიული სიუჟეტების გასაგებად.


ასე ფიქრობენ ამერიკის სეერთებულ შტატებშიც, აქ 1992 წელს ზოგიერტ შტატში შეწყვიტეს ფიფქიას გაცემა ბიბლიოთეკებიდან მშობლების თანხმობის გარეშე, ხოლო

1994 წელს ძმები გრიმების მთელი სერია აიკრზალა არიზონას შტატში.

ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი მიიჩნევს რომ, ზღაპრები არ უნდა აიკრძალოს სხვა ქვეყნების მაგალითზე, თუმცა საჭიროა აგრესიული წინადადებები ცანაცვლდეს უფრო მსუბული სიტყვებით.


image

theculturetrip ის დასახელებულ 10 ყველაზე საშიშ ზღაპარში ერთი შეხედვით უწყინარი კონკიაც მოხვდა, თუმცა მისი ორიგინალი ტექსტი არც ისე უწყინარია როგორც ჩვენ ვიცნობთ, კონკია ამ სიაში ჩაგვრის გამო მოხვდა.

ამ სიაშივეა ქალთევზაც, იგი თავშეწირვისა და ტანჯვის მაგალითია, ორიგინალ ტექსტში

ქალთევზას უწევს არჩევანის გაკეთება გახდეს ზღვის ქაფი ან მოკლას საყვარელი

ადამიანი.

რუსები განვითარდნენ და ზღაპრები ასაკის მიხედვით დაყეს, მაგალითად რუსული

ზღაპარ “კალაბოკში'' ძალადობის სცენებია ასახული, ამიტომაც მისი ყურევა ექვს წლამდე აიკრძალა, ასევე თორმეტ წლამდე არ უნდა წაიკითხონ “მგელი და შვიდი ბეკეკა''.
გიორგი კეკელიძე რომელიც “თომას ზრაპრების'' ავტორია მიიჩნევს რომ ზღაპრები
ბავშვებს ეხმარება ბოროტისა და კეთილის გარჩევაში, არწავლის რომ არსებობენ პერსონაჟები რომლებიც მოქმედებენ ძალით ან ჭკუით.
საქართველოში კანონი ზღაპრების შესახებ არავის მიუღია, თუმცა განათლების
მინისტრმა პირვლად გამოთქვა მოსაზრება რომ კომბლე მოძალადეა, და მისი წაკითხვა
არ არის ბავშვებისათვის რეკომენდირებული, ქართველი ფსიქოლოგები კი არ ეთანხმებია მსგავს სიუჟეტიანი ზღაპრების აკრძალვას, რადგან ზღაპარი უნდა შეირცეს ინდივიდუალურად და ეს გემოვნების საკითხია.
“ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა''- თუ დავეხმარებით ბავშვებს ზღაპრის
სწორად აღქმაში მაშინ ისინი ჭირდ მზად შეხვდებიან, ხოლო ლხინსა და ფქვილს კეთილ საქმედ გადააქცევენ.

წყარო: დღის შოუ იმედზე

0
117
5-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0