x
მეტი
  • 16.12.2017
  • სტატია:71993
  • ვიდეო:325187
  • სურათი:427354
რა უნდა ვიცოდეთ სირბილის შესახებ

image


სირბილი – ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი ვარჯიშია.

სირბილის პროცესში ადამიანის კუნთების ყველა ძირითადი ჯგუფი არის ჩართული, რაც ორგანიზმს აძლიერებს და სხეულის ლამაზ აღნაგობას უზრუნველყოფს.

image

image

აქ წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს სირბილის შესახებ:


* პირველი ოლიმპიური თამაშები მხოლოდ სირბილში ტარდებოდა. სულ პირველი ოლიმპიადის დროს, რომელიც ძვ. წ. აღრ. 776 ჩატარდა, დისტანცია ერთი სტადიონი (192 მ) იყო, II შეჯიბრზე –უკვე 2 სტადიონი. ხოლო, ძვ. წ. აღრ. 720 წელს – 7 სტადიონი გახდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპორტსმენები ერთმანეთს შიშვლები ეჯიბრებოდნენ და სპორტული მონაცემების გარდა, თავიაანთ ათლეტურ აღნაგობასაც წარმოაჩენდნენ. თამაშებზე არ დაიშვებოდნენ სუსტი სქესის წარმომადგენლები და შეჯიბრში მონაწილეობა მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ.


* სირბილი მშიერ კუჭზე არის რეკომენდირებული, რადგან სავსე კუჭი კუჭქვეშა ჯირკვალს აწვება და გვერდის ტკივილს იწვევს. ამიტომ, კვების დრო ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ვარჯიშის დაწყების წინ, კუჭში არაფერი ან თითქმის არაფერი იყოს.


* მეცნიერები სირბილს საღამოს საათებში გვირჩევენ და არა დილით, როგორც ამას უმრავლესობა აკეთებს. რადგან დილის საათებში, ჩვენი ორგანიზმი ჯერ კიდევ გაღვიძების პროცესშია და ვარჯიში მისთვის დიდი სტრესია. გარდა ამისა, დილის სირბილმა შეიძლება გულის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს.


* ნოი ნგენმა 1999 წ. 5 სექტემბერს მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 1000 მ. დისტანცია 2 წ. 11 წმ. დაფარა.


* ამ ბოლო დროს, ძალიან პოპულარული გახდა შეჯიბრი – «მარათონი ქუსლებზე». რომელშიც მხოლოდ ქალბატონები მონაწილეობენ. 80 მეტრიან დისტანციაზე დამყარებული რეკორდი 1 წუთი და 4 წამი არის. სირბილის დროს, მონაწილეებს ფეხსაცმელი რომ არ გასძვრეთ, მას ბინტით ან წებოვანი ლენტით იმაგრებენ.


* ყველაზე მოხუცი მარათონელი 106 წლის ფაუჯე სინგხი არის. ის ინდოეთში დაიბადა და გასული საუკუნის 90-იან წლებში დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. მარათონულ სირბილში მონაწილეობა პირველად 2000 წელს მიიღო. მაშინ ის 89 წლის იყო და იქიდან მოყოლებული, არაერთხელ დაუმყარებია მსოფლიო რეკორდი, თავის ასაკობრივ კატეგორიაში.


* ცხოველებიდან ყველაზე სწრაფი ავაზა არის (მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/ სთ), ხოლო მეორე ადგილზე – კურდღელია (75 კმ/ სთ).



imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageეს ხრიკი სირბილს 6-ჯერ უფრო ეფექტურს ხდის

უცნაური ფაქტები სპორტის ისტორიიდან

0
179
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0