x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

image

image

ყავისფერი პანდა. ქიზაი (Qizai) არის 7 წლის ყავისფერი პანდის სახელი. ის ამ შეფერილობის ერთადერთი დათვია დედამიწაზე და ცენტრალურ ჩინეთში მდებარე Qingling Mountains-ის ბუნებრივ პარკში ცხოვრობს. როგორც მეცნიერები ამბობენ, მისი "ბამბუკის დათვების" ტრადიციული შეფერილობისგან განსხვავების მიზეზი, გენური მუტაცია არის.

image

ატირებული კუ. ქვიშიან სანაპიროზე ხშირად შეიძლება თვალცრემლიანი კუს ნახვა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას რამე აწუხებს და ემოციებს გამოხატავს. უბრალოდ, ამ ხერხით, ის თვალებში ჩავარდნილ ქვიშას იცილებს.

imageნამგალებს ჰაერში სძინავთ. ეს ფრინველები ყველა ბუნებრივ მოთხოვნილებას ჰაერში იკმაყოფილებენ (ძალიან მოკლე და სუსტი ფეხები აქვთ, აფრენა უჭირთ და ხშირ შემთხვევაში, ღამეს ჰაერში ატარებენ), მათ შორის ძილსაც. მზის ჩასვლის დროს, ისინი ძალიან დიდ სიმაღლეზე ფრინდებიან, ფრთებს შლიან, ჰაერში ლივლივებენ და იძინებენ. ხოლო გამთენიისას, ქვემოთ ჩამოდიან, მიწასთან უფრო ახლოს.

image

image
რვაფეხა შიშისგან თეთრდება. რვაფეხას შიშის ან გაბრაზების შემთხვევაში, მომენტალურად შეუძლია ფერის შეცვლა. მას ასევე აქვს იმიტახიის უნარი და ხშირ შემთხვევაში, საფრთხის დროს, ფსკერზე წვება და მის ფერს იღებს.

image

ხამანწკები ხშირად იცვლიან სქესს. დაბადების მომენტში ხამანწკები მამრები არიან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი სქესს იცვლიან, რომ კვერცხი დადონ და შემდეგ, ისევ მამრები ხდებიან. ამასთან, რაც უფრო თბილია მათი საარსებო გარემო, მით უფრო ხშირად იცვლიან ისინი სქესს.

image

სცინკების სისხლი ანტიფრიზს შეიცავს. წყლის სცინკები (ხვლიკები), რომლებიც აღმ. ავსტრალიის მთიან რეგიონებში ბინადრობენ, ზამთრის ძილის შემდეგ, როდესაც იღვიძებენ და სოროებიდან გამოდიან, მიწა ჯერ კიდევ თოვლით არის დაფარული. ანტიფრიზი, რომელსაც მათი სისხლი შეიცავს, საშუალებას აძლევთ, რომ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ მაშინაც კი, როდესაც ჰაერის ტემპერატურა, ნულს ქვემოთ, 2 გრადუსი არის.

image

image
არწივი ჰარპია მაიმუნებზე ნადირობს. ჰარპია – სამხრეთ ამარიკაში მტაცებლების მეფედ არის აღიარებული. მას საკმაოდ მოკლე ფრთები აქვს საიმისოდ, რომ ხის ტოტებს შორის იფრინოს და მაიმუნებზე ინადიროს.

image

დედა ბეჰემოთი სადილზე წასვლის წინ, თავის პატარას ძიძას უტოვებს. ბეჰემოთების ყველა ჯოგში არსებობს ერთგვარი საბავშვო ბაღი, სადაც დედა ბეჰემოთები იკრიბებიან, თავიაანთ შვილებთან ერთად. ბეჰემოთი – ძალიან მზრუნველი ცხოველი არის და ვიდრე შვილს მცირე დროით დატოვებს, აუცილებლად რწმუნდება, რომ მის პატარას, ყურადღებას სხვა ბეჰემოთი მიაქცევს.

image

მაროკოში თხები საძოვარზე ხეზე ადიან. ეს ბალახის ნაკლებობის გამო ხდება. თხები ჩვეულებრივ, არგანის ხის ნაყოფით და ფოთლებით იკვებებიან. მწყემსის მოვალეობა მათი მხოლოდ ხიდან ხეზე გადარეკვა კი არა, იმ კურკების შეგროვებაც არის, ცხოველები ნაყოფის შეჭმის შემდეგ, პირიდა რომ ყრიან.

image

image

image

სწორედ ამ კურკებიდან მზადდება არგანის ზეთი, რომელიც კოსმეტოლოგიაში და კულინარიაში გამოიყენება.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageრატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი?

ქამელეონის ნამდვილი ფერი

თუ ცხოველები გიყვართ – 10 საუკეთესო ადგილი ველურ ცხოველებზე დასაკვირვებლად

100 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ

საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ

იდუმალებით მოცული 12 ცხოველი

მითები ცხოველებზე

ენით აუწერელი სილამაზის ეგზოტიკური ფრინველები

ჩვეულებრივი ცხოველების მინიატურული ვერსიები

1
387
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
387
  
2017, 17 მარტი, 15:36
ჩემი ბუთუნა პანდები
0 1 1