x
image
natia.a
გამოიცანით, რომელია ქალის ხელი - ტესტი, რომელიც საკუთარ თავზე ბევრ რამეს გაგაგებინებთ
ყოველი ადამიანი განსაკუთრებული, სხვადასხვა შტრიხების, ხასიათების, გრძნობებისა და განცდებისგან შემდგარი უნიკალური არსებაა. სწორედ ამიტომ არის ძალიან რთული მისი სრულად შესწავლა. ფსიქოლოგები დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ ადამიანის განსხვავებული ტიპების შესწავლას, მაგრამ თითოეული ამგვარი მცდელობა მილიარდში მხოლოდ ერთი კარის გაღების ტოლფასია. არც ეს ტესტია გამონაკლისი - ის უბრალოდ დაგანახებთ გარკვეული ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელ ზოგად შტრიხებს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ყურადღებით დააკვირდეთ სურათზე მოცემულ ხუთ ხელს და შეეცადოთ გამოიცნოთ, რომელი მათგანი ეკუთვნის ქალს.


ცხადია, აქ სწორი და არასწორი პასუხი არ არსებობს, უნდა აირჩიოთ მხოლოდ ის, რომელიც თავად გგონიათ სწორი და ამ არჩევანის მიხედვით გაიგოთ საუთარ თავზე ბევრი საინტერესო.


image

აირჩიეთ? ახლა კი ქვემოთ იხილეთ ტესტის შედეგები.


თუ თქვენ აირჩიეთ ხელი А

● ზოგჯერ საკუთარი თავის რწმენა არ გყოფნით, ამიტომ დიდად არ გიყვართ ადამიანების წინაშე გულის გადაშლა.
● თუ ვინმე შეგიყვარდათ, მოუთმენელი და მასზე დამოკიდებული ხდებით.
● ყოველთვის ზრუნავთ სხვებზე.

თუ აირჩიეთ ხელი B

● თქვენ ძალიან მეგობრული და კეთილი ადამიანი ხართ.
● გამგებიან და ტაქტიან ადამიანად გთვლიან.
● იცით სხვისი მოსმენა და გაქვთ თვისებები, რომლებიც გარშემომყოფთა ნდობის მოპოვებაში გეხმარებათ.

თუ აირჩიეთ ხელი C

● თქვენ გადამეტებული თვითშეფასება და ეგოიზმი გახასიათებთ.
● ყოველთვის დიდ მიზნებს ისახავთ და ამბიციის გამო არაფერზე იხევთ უკან.
● სხვისი მოსმენა კი არც თუ ისე კარგად გამოგდით...

თუ აირჩიეთ ხელი D

● მიდრეკილება გაქვთ მნიშვნელოვანი საქმეების შემდეგისთვის გადადებისკენ და ბოლო მომენტში თავის დაძვრენისკენ.
● თვლით, რომ პანიკა ყველაფერს ანგრევს, ამიტომ ინარჩუნებთ სიმშვიდეს ყველაზე დაძაბულ მომენტშიც კი.
● ცდილობთ ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეთ მინიმალური ძალისხმევით და თავის არაფრის გულისთვის არ გადაიღლით.

თუ აირჩიეთ ხელი E

● თქვენ უფრო ცხოვრებაზე დაკვირვება მოგწონთ, ვიდრე აქტიური მონაწილეობა. გირჩევნიათ ჯერ ყველაფერს გვერდიდან დააკვირდეთ.
● ზოგჯერ მომაბეზრებელიც კი ხართ.
● სამაგიეროდ, ყოველთვის უამრავი გეგმა და საქმე გაქვთ, რომლებსაც დიდი სკრუპულოზურობითა და დეტალურად უდგებით.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ამ ორიდან რომელი სახე იღიმის? - ამით საკუთარ თავზე ბევრ ახალს შეიტყობთ

image

2. გაიზომეთ თქვენი ხელი და ამით ბევრ საინტერესოს გაიგებთ საკუთარ თავზე!

image

3. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს - კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

image

4. დააკვირდით თქვენს ნეკა თითს - ამით ბევრ რამეს გაიგებთ საკუთარ თავზე

image

5. არის თუ არა ფოტოზე ტბა? დააკვირდით! - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ილუზია!

image


და კიდევ უამრავი საინტერესო რამ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

3
5185
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5185
  
2018, 24 ოქტომბერი, 0:45
ორივე ბედნიერია! ანუ ყოველმხრივ განვითარებული ტვინი მაქვს! მიხარია!
2017, 14 მარტი, 21:06
მე ავირჩიე B და ნამდვილად ემტხვევა:)
2017, 14 მარტი, 14:04
სისულელეა :)))
0 1 3