x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ყველაზე საინტერესო ფაქტები დოლარის შესახებ

დოლარი – ყველაზე პოპულარული და სტაბილური ვალუტა არის მთელს მსოფლიოში. მაგრამ, ეს მტკიცებულება მხოლოდ აშშ-ს ოფიციალურ ვალუტას ეხება და არა სხვა ქვეყნების ფულს (ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, ტაივანი...), როელსაც იგივე სახელი აქვს.
აშშ-ს ფულს «გრინბექსებს» (greenbacks) ანუ «ბაქსებსაც» ეძახია. ეს მეტსახელი დოლარს მას შემდეგ აქვს, რაც 1861 წ., სამოქალაქო ომის დროს, აშშ-ში უპროცენტო ვექსილები გამოუშვეს, რომლის უკანა მხარე მწვანე იყო. ვექსილი ფულთან გათანაბრებული იყო და მისი განაღდება წარდგენისთანავე ხდებოდა.

აშშ-ს ქაღალდის ფულის ისტორიაში, იყო დრო როდესაც მასზე ქალის სურათები იბეჭდებოდა. ასეთი ქალი კი მხოლოდ ერთი იყო — ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლე, მარტა ვაშინგტონი.

imageimage
100 დოლარი – დღეს აშშ-ში ყველაზე დიდი ბანკნოტი არის, თუმცა ადრე სხვა ნომინაციის ბანკნოტებიც იყო: $500, $1000, $5000 და $10 000 (1928 – 1934 წწ.). ხოლო, ყველაზე დიდი კუპიურა აშშ-ს ისტორიაში - 100 000 დოლარი (1934 – 1945 წწ.) იყო.

1969 წ. 14 ივნისს რიჩარდ ნიქსონმა 100 დოლარზე მაღალი ნომინაციის კუპიურების ბეჭვდვა აკრძალა. მაგრამ, ყველა ფულადი ნიშანი, რომელიც აშშ-ში 1861 წლიდან დღემდე არის გამოშვებული, უპრობლემოდ მიიღება ნებისმიერ ბანკში და სრული ნომინალური ღირებულება აქვს. დოლარი თავისი ისტორიის მანძილზე, არასოდეს გაუფასურებულა!

image

image
100 დოლარი – ყველაზე პოპულარული კუპიურა არის, იმ ქვეყნებში, სადაც აშშ-ს ვალუტაა პოპულარული, გარდა თავად აშშ-სი, რომლის ტერიტორიაზე, ეს ნომინალი ძალიან იშვიათად გამოიყენება. 100 დოლარი ძალიან ბევრი არის წვრილმანი ნივთების შესაძენად ან გარკვეული მომსახურების ასანაზღაურებლად. რაც შეეხება ძვირადღირებულ შენაძენებს, ამერიკაში უკვე დიდი ხნის მანძილზე, ანგარიშსწორება საბანკო ბარათებით ხდება.

image

* ბევრი თვლის, რომ 1 დოლარიან კუპიურაზე, პირამიდის ძირში დაწერილი სიმბოლოები – MDCCLXXVI – მასონების დაშიფრული ტექსტი არის. ეს პირამიდა აშშ-ს ჰერბის ნაწილიც არის და ის სიძლიერის განსახიერებად ითვლება. რაც შეეხება მის 13 საფეხურის – ეს პირველი 13 შტატია, ხოლო წვერის არარსებობა – ქვეყნის სამომავლო გეგმების, მისი განვითარების და გაძლიერების ნიშანი არის.

* 2 დოლარიანი კუპიურა მხოლოდ 1862 – 1966 წწ. იბეჭდებოდა და აშშ-ს 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1976 წელს, შეზღუდული ტირაჟით დაიბეჭდა. ამჟამად, ეს კუპიურები დიდი იშვიათობას წარმოადგენს და მიმოქცევაში არსებული ფულის მხოლოდ 1% შეადგენს.

* საინტერესოა, რომ 1929 წლიდან, აშშ-ს ფულის ნიშნებზე, ერთი და იგივე ისტორიული პირების სურათებს ბეჭდავენ და უმრავლესობაზე, ამერიკის პრეზიდენტების პორტრეტები არის. თუმცა, არსებობს ორი გამონაკლისი – 10 დოლარიან ბანკნოტზე ალექსანდრე ჰამილტონიის (პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, იურისტი და ამერიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი) სურათი არის და 100 დოლარიანზე – ბენჯამინ ფრანკლინი (ამერიკული ოცნების ფუძემდებელი და აშშ-ს «მამა-დამფუძნებელი», მეცნიერი, გამომცემელი, გამომგონებელი).

* ფრაზა «In God We Trust» («ჩვენ ღმერთის გვწამს») – ამერიკულ მონეტებზე 1864 წელს გაჩნდა, ხოლო 100 წლის შემდეგ, ეს სიტყვები ეროვნულ დევიზად იქცა და დღეს მათი გამოყენება აუცილებელია აშშ-ს ყველა ფულად ნიშნანზე.

* თითო ბანკნოტის წონა, დაახლოებით, 1 გრამი არის.

image

imageimage* ქაღალდი რომელზეც აშშ-ს დოლარები იბეჭდება, 75 % ბამბის და 25 % სელისგან შედგება. ბანკნოტებს ნეიტრალური ფერი აქვს და სხვადასხვა სიგრძის სინთეტიკურ ბოჭკოებს შეიცავს. ის ძალიან მტკიცეა და გადაკვცვის ადგილზე რომ გაცვდეს, 4 000-ჯერ მაინც უნდა გადაიკეცოს.
* ამერიკული დოლარი – მსოფლიო ნარკოვაჭრობის ძირითადი ვალუტა არის და მიმოქცევაში არსებული კუპიურების 97% კოკაინის კვალი აღინიშნება.

image

არსებობს ასევე სხვა ქვეყნების დოლარებიც:


ანტარქტიკული დოლარი — ანტარქტიკის კონტინენტის არაოფიციალური ვალუტა, რომელიც ენთუზიასტებმა შექმნეს და 1996 წელს მათვე დაარსეც ანტარქტიკური ბანკი. თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფო ანტარქტიკა, როგორც ასეთი, არ არსებობს, ვერც საკუთარი ვალუტა ექნება.


image

image

***

image

ავსტრალიური დოლარი — ავსტრალიური კავშირის, შობის კუნძულის, ქოქოსის და ნორფოლკის კ-ბის, კირიბატის, ნაურუს და ტუვალუს ოფიციალურ ვალუტა არის.

ავსტრალიური დოლარი ერთ-ერთი ყველაზე შემსყიდველუნარიანი ვალუტა არის და მსოფლიო სავალუტო ოპერაციების 5 % სწორედ მასზე მოდის.

ავსტრალიური ბანკნოტები სპეციალური პლასტიკური ნივთიერებისგან დამზადებულ ფირფიტებზე იბეჭდება.

image

image

image

***

imageახალზელანდიური დოლარი — არის ახალი ზელანდიის, ნიუეს, კუკის, ტოკელაუს და პიტკერნის კუნძულების ოფიციალური ვალუტა. მას - «კივისაც» ეძახიან, ახალი ზელანდიის ეროვნული ფრინველის საპატივცემულოდ.


image

image

***

imageP. S. უკვე ხსენებული დოლარის სახეობების გარდა, ასევე არსებობს ბაჰამის, ბარბადოსის, ბელიზის, ბერმუდის, ბრუნეის, ჰონკონგის, ზიმბაბის კაიმანის კუნძულების, კანადის, ლიბერიის, მონღოლეთის, ნამიბიის, სინგაპურის, სოლომონის კუნძულების, ტაივანის, ტრინიდადი და ტობაგოს, ფიჯის და იამაიკის დოლარის კუპიურები.

0
487
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0