x
image
K.P.
მინი-პიცა ფინჯანში მოამზადეთ სულ რაღაც 5 წუთში
image
პიცა უდავოდ ერთ-ერთი უგემრიელესი და მადის აღმძვრელი საკვებია მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ ის საკმაოდ ბევრ კალორიას შეიცავს და ნაკლებად ჯანსაღია, რის გამოც ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს მხოლოდ ერთი ნაჭრით დაკმაყოფილდეს. ყველაზე გემრიელი კი შინ მომზადებული პიცაა, თუმცა ეს ყველას როდი შეუძლია.

ყველაზე მარტივია ავიღოთ ტელეფონი და უბრალოდ შევუკვეთოთ, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ესეც ვერ ხერდხდება. თუ მზარეულობა დიდად არ გეხერხებათ, ცოტა დრო და არც ისე დიდი ბიუჯეტი გაქვთ ნუ დაღონდებით, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა, თქვენ შეგიძლიათ მინი-პიცა ფინჯანში მოამზადოთ.


ინგრედიენტები:

4 სადილის კოვზი ფქვილი


1/8 ჩაის კოვზი საფუარი

1/8 ჩაის კოვზი მარილი

3 სადილის კოვზი რძე

1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი

1 სადილის კოვზი პომიდორის სოუსი

1 სადილის კოვზი ყველი

5 ნაჭერი პომიდორი ჩერი

1/2 ცაის კოვზი გამხმარი იტალიური მწვანილი (ბაზილიკა, ორეგანო)

გემოვნებით შაშხი, ძეხვი, ბეკონი ან სოსისი


მომზადების წესი:

1. ავურიოთ ფქვილი, მარილი და საფუარი კოვზით.

image



2. მიღებულ მასას დავუმატოთ ზეთი და რძე, კარგად ავურიოთ და მივიღებთ ცომს.

image


3.ცომზე მოვასხათ პომიდორის სოუსი, მოვაყაროთ ყველი, პომიდორი, ცოტა ძეხვეული და მწვანილი.image



4. მიღებული მასა მოვათავსოთ 15-20 წუთი ღუმელში.

image

გემრიელი მჭადის საიდუმლო

ოქროს წესი: როგორ შევარჩიოთ გემრიელი და საღი საზამთრო (+საზამთროს დიეტა)

როგორ მოვამზადოთ ფრი სახლის პირობებში? უგემრიელესი კარტოფილის სალათი ფრანგულად (სამარხვო)

როგორ და რამდენ ხანს შევინახოთ მარცვლეული?

ყველაზე ამაზრზენი კერძები მსოფლიოში (+ფოტოები)


გასახდომი კანფეტები უკვე გაყიდვაშია (სად და რა ფასადაა შესაძლებელი მათი შეძენა)


როგორ მოვამზადოთ ჟელიბონი სახლის პირობებში-ნუკა გვალიას რეცეპტი


როგორ მოვამზადოთ საღეჭი რეზინი სახლის პირობებში?


0
254
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0