x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შხაპი-დილით თუ საღამოს?
image

როგორ ფიქრობთ, როდისაა უმჯობესი შხაპის მიღება? დილით თუ საღამოს? ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, შხაპის მიღების დრო თქვენი დღის განრიგიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ.


მიიღეთ შხაპი დილაობით, თუ:


1.რთული სამუშაო დღე გელით.


2.რთული პრობლემის მოგვარება მოგიხდებათ.

3.სამუშაო პოტენციალის და შემოქმედებითი აქტივობის გამოვლენა მოგიწევთ.


როგორ მოქმედებს დილის შხაპი?

დილის შხაპი თავის ტვინის აქტიურობის სტიმულირებას ახდენს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგის შელი კარსონის განმარტებით, მაშინ, როცა ჩვენი ტვინი ძილის შემდეგ მოდუნებულ მდგომარეობაშია, სასიამოვნო შეგრძნებები-მათ შორის შხაპის მიღებაც-ასოციაციური კავშირების სტიმულირებას ახდენენ, რაც საშუალებას გვაძლევს რთული ამოცანას უფრო ადვილად გავართვათ თავი და გამოსავალი ვიპოვოთ.

image

მიიღეთ შხაპი საღამოს, თუ:


1.დღის განმავლობაში დაგროვილი შეგრძნებებისა და ემოციებისგან ვერ თავისუფლდებით.

2.გიჭირთ მოდუნება და დაძინება.


როგორ მოქმედებს საღამოს შხაპი?

საღამოს შხაპი ეხმარება სხეულს ტემპერატურის დარეგულირებაში, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და მოდუნების საშუალებას გვაძლევს. სისხლში კორტიზოლის-სტრესის ჰორმონის-დონე მცირდება და მშვიდად დაძინება შეგვიძლია.






0
335
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0