x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მთვარეზე უცხოპლანეტელთა ბაზებია - ამტკიცებენ უფოლოგები, თუმცა "NASA" დუმს

image
მთვარეზე შენიშნულია უცხო სხეულები - აცხადებენ უფოლოგები. ასეთი ფორმის დისკები, შეიძლება იყოს უცხოპლანეტელთა მობილურების ანტენები - ეს უკანასკნელი გასაოცარი დასკვნაა. რადიკალური პრეტენზია წამოაყენა არხმა "UFO SecureTeam10", რომელიც თვლის, რომ ნასა უცხოპლანეტელებზე მტკიცებულებებს გვიმალავს. ეს გამოსახულებები გადაღებული იქნა ორბიტული აპარატის "ნასას მთვარის მზვერავი"- ს მიერ, რომელიც უკვე შვიდი წელია ტრიალებს მთვარის გარშემო. "ამო"- ზე მონადირეებმა განათავსეს თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოების მთელი სერია, სადაც კარგად ჩანს დისკისმაგვარი ობიექტი დანახული სხვადასხვა კუთხიდან. ისინი ამტკიცებენ, რომ უჩვეულო ფიგურა მთვარის მრავალ ადგილას ჩანს, რაც ამტკიცებს, რომ ის მოძრაობს. ასევე დაამატეს, რომ ერთმა ფოტომ დააფიქსირა ეს ობიექტი ცაში, მთვარის თავზე, ეს კი ნიშნავს - "ის ეკუთვნის უცხო ბაზას" და მოძრაობს. თეორეტიკოსები ასევე ყურადღებას ამახვილებენ მთვარის ზედაპირზე, სადაც ერთ-ერთ სურათში ჩანს ღრმული, რომელსაც არაბუნებრივად სწორი კუთხეები აქვს და სამკუთხედს წააგავს, თან ამბობენ, რომ ეს სამკუთხედი რაღაც იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა. მთვარის შემსწავლელი ჯგუფი მუდმივი ხელოვნური თანამგზავრის დახმარებით დააკვირდა ზედაპირს და ნაიჯელ უოტსონი ამო-ს მკვლევარი აცხადებს: "მთვარეზე საიდუმლო ფიგურები უკვე ათეული წლებია რაც გვაოცებენ, ერთი ყველაზე მკვეთრი გამოსახულება 2001 წელს გამოჩნდა, რომლის მსგავსიც აღწერილია სტენლი კუბრიკის ფილმში "კოსმიური ოდისეა". ეს გამოსახულებები კი არც ისე შთამბეჭდავია, რომლებიც შეიძლება ბუნებრივად იყოს წარმოქმნილი და მზის ნათებით მრავალნაირად ჩანდეს. you tube-ზე, secureteam10-ზე, რომელსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს, მრავალ მსგავს მასალას იხილავთ, თუმცა არ მიხარია, რადგან ბევრი ასეთი ვიდეო ჩვენს რეალურ კვლევებს ზიანს აყენებს. ეს ფიგურები დამკვირვებლის წარმოსახვის ნაყოფია და მეტი არაფერი".imageimageimageimageimageimage






"იყიდება ბეჭედი, რომელსაც სატანა ატარებდა"


როგორ მივიღოთ "შერლოკის" მსგავსი სუპერ ჭკვიანი მეხსიერება 40 დღეში


ჩვილი ბავშვი გარდაცვლილს ხედავს - რა შენიშნა დედამ ვიდეოზე

0
420
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0