x
ქართველი სტუდენტის მიმართვა რუსს სტუდენტებს

სტოპ






დიდი ხანი ვფიქრობდი, თუ როგორ დამეწყო ეს ბლოგი, რადგან არც თუ ისე მარტივია მიმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გარმდამტეხ ფაზაში იმყოფებიან…მათ წინაშე თანდათან ცოცხლდება და იკრებს ძალას კომონისტური რუსეთი… ვიცი, რომ საკმაოდ დილემურ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება.. რთულია, იდეალთა ჭიდილში ტყუილის და მართლის გარკვევა.. ეს სრული მარაზმია.. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარების უნარი მხოლოდ მათ შეწევთ.
ახლა, არ დავიწყებ იმის მტკიცებას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი კონფრონტირებულ წარსულზე, რადგან თვით ისტორია იტყვის ტყუილს და მართალს და თვით ის შეასრულებს განმსჯელის როლს წარსულსა და მომავალში… ვფიქრობ, რომ როცა კონსტრუქციული მომავლისკენ მიისწრაფვი, უნდა იყო რეალიზებული იმაზე, რომ რაღაც კომპრომისზე წახვიდე… ალბათ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი.. გეთანხმებით იმაში, რომ საკმაოდ ძნელია ეს რეალიზებაში მოიყვანო, და ინდიფერენტულად შეხედო განვლილ მძიმე წლებს, მაგრამ ეს ინდიკატორია კონსტრუქციული ურთიერთოებისათვის, რადგან თვით წარსული ასრულებს ბარიკადის როლს მომავლისათვის.. …
ორივენი ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ. აი იმ თაობის, რომლებიც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის საზღვრებს გარეთ დაიბადნენ… თითქოს ბევრი რამ გვაქვს საერთო, მაგრამ ეს ასე არ ჩანს…განა რა გვანსხვავებს ერთმანეთს, თუ არა საპირისპირო პოლუსებზე მდგარი სახელწიფოთა მოქალაქეობა… არ მიმაჩნია ის, რომ თქვენ ჩვენგან განსხვავებული მსოფმხედველობა გაქვთ, უბრალოდ საინფორმაციო მანქანა და წარსულში ჩარჩენილი საბჭოთა მენტალობა საკმაოდ რეაგირებს თქვენს დამოკიდებულებებზე….ალბათ, გსმენიათ ჰომოსოვეტიკუსები… ისინი ” ბოროტების იმპერიის” რეალობაში დამახასიათებელი პიროვნებები იყვნენ.. ადამიანის რეგრესული კულტი და ნიჰილიზმი ზემოთ ხსენებული საზოგადოებისათვის უცხო არ ყოფილა. …….პარადოქსია, მაგრამ 21 საუკუნის თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანებებთა იდეალების გარშემო დღესაც არსებობს ზემოთ ხსენებული საზოგადოების პრინციპების ფანატიკოსები.. …მჯერავს, რომ თქვენ არ გახდებით ჰომოსოვეტიკუსები და არ გაიზიარებთ პუტინის შოვინისტურ იდეა-ფიქსებს, რომლის ქსენოფობიზმი განვითარებად ეპოქასთან ლამის ისტერიად იქცა…
მესმის, რომ ძნელია გაილაშქრო იმ რეალობის საწინააღმდეგოდ, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, მაგრამ ყოველთვის იმაზე უნდა იფიქროთ, რომ მომავლის სადავეებს სულ მალე თქვენ ჩაიბარებთ და შესაბამისად თქვენვე მოგიწევთ პასუხის გაცემა შვილების თაობის შეკითხვებზე.
.გადაამოწმეთ და ეჭვი შეიტანეთ მთავრობის მიერ მოწოდებულ ყველა კომპრომანტზე და არასდროს არ შეგეშინდეთ, თქვენი, როგორც თავისუფალი ადამიანის ფუნდამენტური უფლების, სიტყვის თავისუფლების დემონსტირების, …აი ეს არის სწორედ ის, რაც აკლია, რუსულს, როგორც წარსულის რევანშის მოლოდინში და მომავლის ქარიზმში მყოფ სოციუმს ….. წლები გავა და დამერწმუნეთ ინანებთ, ფუჭად გავლილ დღეებზე…ინანებთ, რომ თქვენ არ გააკეთეთ ადეკვატური ქმედება, მაშინ, როდესაც ეს სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი იყო…აი უკვე მაშინ თქვენვე მოგიწევთ პასუხისგება წინაპრების შეცდომებზე

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ელი2003
ელი2003
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0