x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტილის გაკვეთილები მსოფლიოს საუკეთესო მოდელებისგან!
imageმოდელები პოდიუმზე ყოველთვის იწვევენ ჩვენს გაოცებას. არამარტო სამოსით, არამედ ზოგადი ვიზუალით. გარდა ამისა, ისინი 24 საათის განმავლობაში, ახარხებენ რომ მომხიბლავები იყვნენ. გთავაზობთ მარტივ რჩევებს, რათა თქვენც ყოველთვის ისე გამოიყურებოდეთ, როგორც ნებისმიერი სუპერმოდელი.


1. უპირატესობა მიანიჭეთ სადა სტილს- სუპერმოდელები გადაღებებისა და პოდიუმის გარეთ, ყოველდღიურად, ჯინსებსა და მაისურებში გამოწყობილნი გვხვდებიან.



image2. მომგებიანი იქნება, თუ ისარგებლებთ შავი ფერის სამოსით - შავი ფერი იდეალურია მათთვის, ვისაც საათობით სამოსის არჩევა ეზარებათ. შავ სამოსში თქვენ ყოველთვის ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურებით.



image



3. სუპერმოდელების საუკეთესო "მეგობრები" კედები და ბოტასები არიან- უკვე დიდი ხანია, რაც 13 სანტიმეტრიანი ქუსლები, მოდელებისთვის სილამაზედ აღარ ითვლება. ისინი კომფორტულ და ადვილად სასიარულო ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას. კედები და ბოტასები შეგიძლიათ შარვალთან ან კაბასთანაც ჩაიცვათ. image
4. მათი სტილის კიდევ ერთი სავალდებულო კომპონენტი ტყავის ქურთუკია - ტყავის ქურთუკი არასოდეს არ არის ზედმეტი. აირჩიეთ ნებისმიერი ფერისა და სტილის. რაც უფრო მეტი ტყავის ქურთუკი გაქვთ გარდერობში, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ 5 წუთში შეიქმნით თანამედროვე იმიჯს. მის ქვეშ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ჩაიცვათ, იქნება ეს უბრალო თეთრი მაისური თუ კლასიკური კაბა.image


5. არ შეგეშინდეთ თავისუფალი სტილის ტანსაცმლის არჩევის- მიზანმიმართულად დიდი ზომის სამოსის შეძენა კარგი ვარიაციაა მათთვის, ვინც სტილსა და კომფორტს არის მიჩვეული. თქვენ საყვარელ ჯინსზე ჩაიცვით თავისუფალი სტილის ზედა, უკეთესი იქნება თუ რაიმე სამკაულსაც გაიკეთებთ.



image
image
6. მოძებნეთ თქვენთვის იდეალური ჯინსი -
თანამედროვე სუპერმოდელების საყავრელი ატრიბუტია- ჯინსი. ისინი ძირითადად, მაღალწელიან ჯინსებს ანიჭებენ უპირატესობას. ამგვარი შარვალი მათი სხეულის ფორმებს კიდევ უფრო გამოკვეთს და მიმზიდველს ხდის. ასევე ხშირად იცვამენ "ბოიფრენდის" სტილის ჯინსებს.



image


image
7. ჩაიცვით მამაკაცური სტილის სამოსი-
მამაკაცის ზედა, ჰალსტუხი, "უხეში" ფეხსაცმელი თქვენ თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ამგავრი შეხამება ხაზს უსვამს თქვენს ძლიერ ხასიათს და ამავდროულად თქვენს ქალურობასთან ქმნის ბალანსს.



image


8. გამოიყენეთ ძნელად შესამჩნევი მაკიაჟი-
როდესაც მოდელები პოდიუმზე არ დგანან, მსუბუქ მაკიაჟს იკეთებენ. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ბუნებრიობა და მაკიაჟისთვის მინიმალური საშუალებები გამოიყენოთ. კარგი მაკიაჟი ხომ მხოლოდ ის არის, რომელიც ძნელად შესამჩნევია.




image


image
9. სტილის სრულყოფილებისთვის მზის სათვალე გამოიყენეთ-
მზიან ამინდში იგი შეუცვლელი დამცავია. ის შეავსებს თქვენს იმიჯს და გლამურულ იერს შეგძენთ. მთავარია აირჩიოთ ჩარჩო, რომელიც თქვენი სახის ფორმას უხდება.



imageimage

10. სხეულის ლამაზი
ნაწილები კაბისა და აქსესუარების დახმარებით გამოკვეთეთ-

ლამაზი საყურე, ნაზი ყელსაბამი ან მოდური ჩანთა, თქვენს დახვეწილობასა და მოდურობას გაუსვამს ხაზსს. წვეულებაზე წასასვლელად ღრმა დეკოლტეანი კაბა ან შეხსნილი ბოლოკაბა აირჩიეთ.



image

image






იხილეთ აგრეთვე:

მაკიაჟის 10 ხრიკი, რომელიც 2017 წელს აღარ არის მოდაში!


10 ვარცხნილობა, რომელიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ!


10 შეცდომა, რომელსაც თმის მოვლისას ვუშვებთ

0
286
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0